» » » კუნთების დამამშვიდებელი, გამწმენდი და ანტისეპტიკური თვისებებით მდიდარი ზღვის მარილის აბაზანა ფეხისთვის

კუნთების დამამშვიდებელი, გამწმენდი და ანტისეპტიკური თვისებებით მდიდარი ზღვის მარილის აბაზანა ფეხისთვის

ზღვის მარილის დიდი ხანია ცნობილია ღრმა გამწმენდი და ანტისეპტიკური თვისებებით. ეს ფეხის ჩასალბობი შეიცავს მკვდარი ზღვის მარილისა და კანის დამარბილებელი და დამამშვიდებელი შვრიის კომბინაციას, რომელიც შერეულია კუნთების დამამშვიდებელი არნიკას მაცერირებულ ზეთთან. ლავანდის ეთერზეთი ამშვიდებს კუნთებს და სურნელოვანს ხდის პროდუქტს. გამოიყენეთ დატვირთული დღის ბოლოს.

ინგრედიენტები:
ზღვის მარილი - მაღალი მინერალური შემცველობის ზღვის მარილი ანტისეპტიკი და გამწმენდია.

ლავანდის ეთერზეთი - საოცარი მკურნალი ლავანდა ამშვიდებს კუნთების ტკივილებს.

არნიკას მაცერირებული ზეთი - ეს ზეთი საუკეთესო წამალია დალურჯებისა და სხვადასხვაგვარი ტკივილისთვის.

შვრია - შესანიშნავია მშრალი და გაღიზიანებული კანის ნაზად სამკურნალოდ.

კუნთების დამამშვიდებელი, გამწმენდი და ანტისეპტიკური თვისებებით მდიდარი ზღვის მარილის აბაზანა ფეხისთვის

45 გრამის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
  • 2 ს/კ ზღვის მარილი
  • 1 ს/კ მსხვილად დაფქული შვრია
  • 1 ჩ/კ არნიკას მაცერირებული ზეთი
  • 10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი

მომზადების წესი:
დააბლენდერეთ ზღვის მარილი და შვრია ერთად ელექტრობლენდერში, სანამ წმინდა ფხვნილს არ მიიღებთ.
დაამატეთ არნიკას მაცერირებული ზეთი და ეთერზეთი და აურიეთ.
გადაიტანეთ სტერილურ ქილაში და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. ვარგისია 6 თვემდე.

გამოყენების წესი:
დაუმატეთ ერთი სუფრის მიღებული მასა ფეხის აბაზანის და ჩაალბეთ ფეხები 10 წუთის განმავლობაში. წყლიდან რომ ამოიღებთ, პირსახოცით ფრთხილად გაიმშრალეთ და წაისვით ფეხის საცხი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.