» » » გამოცდილი ხალხური რეცეპტები თავის ტკივილის სამკურნალოდ

გამოცდილი ხალხური რეცეპტები თავის ტკივილის სამკურნალოდ

გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 70% უჩივის ეპიზოდურ ან ქრონიკულ თავის ტკივილს. ალბათ ყველა ჩვენთაგანს გამოგვიცდია თავის ტკივილი. მიუხედავად უამრავი საშუალებების არსებობისა, მინდა ჩემი რჩევებიც გაითვალისწინოთ:

  • თავის ტკივილის დროს კარგია ვირისტერფას ფოთოლი, რომელიც საფეთქლებზე უნდა დაიდოთ. ნახმარი ფოთოლი გავასწოროთ, მოვათსოთ ცხელ წყალში, გავაციოთ და ისევ მივიდოთ საფეთქლებზე.

  • თავის ტკივილი გაგვივლის, თუ ხანგრძლივად მივიღებთ გულყვითელას ნაყენს - 20-30 წვეთს დღეში. მისი დამზადება ადვილია: 20 გრ გულყვითელას ყვავილი, 100 გრ არაყი დავაყენოთ 7 დღე. შეიძლება აფთიაქშიც ვიყიდოთ მზა სახით. მისი მიღებით უმჯობესდება ძილი, შრომისუნარიანობა და თავის ტკივილიც გაივლის.

  • მაღალი წნევის დროს არსებული თავის ტკივილისას დავიხუროთ ნაქსოვი თბილი ქუდი 2-3 სთ-ით, სანამ ტკივილი არ გაივლის.

  • ნაბახუსევზე თავის ტკივილის დროს 1 ჭ თბილ წყალში ჩავაწვეთოთ 3-5 წვ ნიშადურის სპირტი და ერთბაშად დავლიოთ. დამიჯერეთ - ეფექტურია.

სპეციალისტის კომენტარი:

ვირისტერფას ფოთოლს საოცარი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადგილობრივად სიცივეს შეუძლია შვება მოგვცეს.

ნიშადურის სპირტი ნაბახუსევზე განვითარებულ თავის ტკივილს შველის ( გამაღიზიანებელი მოქმედებიდან გამომდინარე). ამ დროს რეფლექტორულად ხდება სისხლძარღვების გაფართოება, გულის მოქმედების და თავის ტვინის აგზნება.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.