» » » როგორ გავუმკლავდეთ ცელულიტს მარტივი მეთოდით...

როგორ გავუმკლავდეთ ცელულიტს მარტივი მეთოდით...

ლიმფური პრობლემები, როგორიცაა ცელულიტი, ლიმფური სითხის გამოსადევნი მასაჟით გვარდება, რომლის დროსაც ეს ზეთი გამოიყენება. ღვია კანის ისეთ გაღიზიანებებს შველის, რაც ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებით ჩნდება, ხოლო მანდარინის ეთერზეთს შარდმდენი მოქმედება აქვს და ორგანიზმიდან ნარჩენებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყოფას უწყობს ხელს. ამ ორი ეთერზეთის ნარევის გამოყენება ლიმფური სისტემის გამართულ მოქმედებას შეგინარჩუნებთ.

45 მლ-ის დასამზადებლად საჭიროა :

ინგრედიენტები:
  • 3 ს/კ ყურძნის წიპწის ზეთი
  • 8 წვეთი ღვიის ეთერზეთი
  • 4 წვეთი გრეიპფრუტის ეთერზეთი
  • 3 წვეთი კვიპაროსის ეთერზეთი
  • 3 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
  • 2 წვეთი მანდარინის ეთერზეთი

მომზადების წესი:
  1. თასში ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეურიეთ.
  2. მიღებული მასა ჩაასხით სტერილურ ბოთლში და დაახურეთ ჰერმეტულად. შეინახეთ გრილსა და ბნელ ადგილას. შენახვის ვადაა 3 თვე.

გამოყენების წესი:
ხელის წრიული მოსმით დაიზილეთ კანი, განსაკუთრებით ყურადღება დაუთმეთ მტკივნეულ ან გაღიზიანებულ ადგილებს. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად სხეულის მშრალი გახეხვის წინ ან შემდეგ გამოიყენეთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.