საუკეთესო საკვებ პროდუქტს წარმოადგენს აგრეთვე თევზის ქონი, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი თითქმის სრულად (95 %-ით ) ითვისებს. დღეს Rchevebi-ის რედაქცია გასწავლით უგემრიელეს და მადისაღმძვრელ თევზის კატლეტის რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- ახალი თევზი - 1 კილოგრამი
- თეთრი პური - 200 გრამი
- ხახვი - 150 გრამი
- ზეთი - 100 გრამი
- პურის ფქვილი ან დანაყილი ორცხობილა - 3 სუფრის კოვზი
- გამხმარი სოკო - 150 გრამი
- კარტოფილი - 1 კილოგრამი
- შავი პილპილი - 1 ჩაის კოვზი
- მარილი - გემოვნების მიხედვით
დამზადების წესი:
ნედლ თევზს მოვაცილოთ ძვლები, რბილი ნაწილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მასთან ერთად მანქანაში გავატაროთ დამბალი თეთრი პურის გული, ხახვი, მივუმატოთ მარილი და პილპილი. მიღებული მასალა დავყოთ 10 ნაწილად, თითოულს მივცეთ კატლეტის ფორმა, ამოვავლოთ ფქვილში ან დანაყილ ორცხობილაში და შევწვათ ზეთში.
როდესაც კატლეტი შეიწვება, ამავე ტაფაზე ხახვთან ერთად შევწვათ წინასწარ დამბალი და მოხარშული სოკო. შემწვარი ან მოხარშული კარტოფილი და ხახვში მოხრაკული სოკო გავუკეთოთ გარნირად. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ თეთრი ან წითელი საწებელი.