» » » ლიმონის ღვეზელი - არომატული და ფაფუკი შიგთავსით, რომელიც ყველას მოეწონება...

ლიმონის ღვეზელი - არომატული და ფაფუკი შიგთავსით, რომელიც ყველას მოეწონება...

თუ გსურთ დღე საინტერესოდ დაიწყოთ და თუ დესერტისთვის საინტერესო რეცეპტს ეძებთ, მოამზადეთ ეს გემრიელი და არომატული ლიმონის ღვეზელი და სასიამოვნო დღე გარანტირებული გექნებათ.

20 ნაჭრისთვის საჭიროა:
  • 150 გრ უცხიმო ხაჭო
  • 6 ს/კ ზეთი
  • 2 პაკეტი ვანილი
  • 1 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 250 გ ფქვილი
  • 1 ს/კ კაკაო
  • 3 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 150 გ დაფქული თხილი

    გულსართისთვის:
  • 125 გრ კარაქი
  • 7 კვერცხი
  • 750 გრ უცხიმო ხაჭო
  • 150 გრ შაქარი
  • 250 გრ რძე
  • 3 ლიმონის ცედრა და წვენი
  • 140 გრ მანანის ბურღული
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ს/კ ლიმონის ლიქიორი
  • შაქრის პუდრი

დამზადების წესი:
  1. ცომისთვის აზილეთ ხაჭო, შაქარი, მარილი, ზეთი, ვანილი, კვერცხი, გამაფხვიერებელშერეული ნახვარი ფქვილი, კაკაოს ფხვნილი. დარჩენილი ფქვილი შეურიეთ თხილს და ამის შემდეგ შეაზილეთ ხაჭოს. თუ დასჭირდა, დაუმატეთ 1-2 ს/კ მინერალური წყალი.

  2. ღუმელი გააცხელეთ 180o-ზე. ცომი გააბრტყელეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე.

  3. ხაჭოს შეურიეთ კვერცხის გულები, გამლღვალი კარაქი, რძე, ლიმონის ცედრა, წვენი, მანანის ბურღული, გამაფხვიერებელი და ლიქიორი. ქაფივით ათქვეფილი ცილა.

  4. ცომზე გაასწორეთ გულსართი და შედგით ღუმელში 45-50 წუთით. დაუწიეთ ტემპერატურას 170o-მდე. გააგრილეთ. მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი და დაჭერით.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.