» » დეკრეტული შვებულება - როგორ უნდა დაძლიოთ დედობის ბედნიერებით საყოფაცხოვრებო პრობლემები

დეკრეტული შვებულება - როგორ უნდა დაძლიოთ დედობის ბედნიერებით საყოფაცხოვრებო პრობლემები

მომავალ დედებს ხშირად უჩნდებათ შიში ბავშვის გაჩენამდე, ვინაიდან იციან, თუ რასთან ექნებათ საქმე. რა თქმა უნდა, როცა ქალი დეკრეტულ შვებულებაში გადის, მისი ცხოვრება იცვლება: აღარ დადის სამსახურში, თუმცა იძენს ისეთ ახალ პასუხისმგებლობებს, როგორიცაა ბავშვსა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, აღზრდა და სიყვარული.

ამ ყველაფერთან გამკლავება მარტივი არაა, თუმცა ძალებს აუცილებლად შეგმატებთ ბავშვის ღიმილი და მისი ბედნიერი სიცილი. აი, რა ელის ქალს, რომლის ცხოვრებაშიც ბავშვი ჩნდება.



ბავშვის გაჩენა ოჯახში
  1. დღის განრიგის შეცვლა, თავისუფლების შეზღუდვა
    ბავშვის გაჩენასთან ერთად, ქალი იწყებს არამხოლოდ იმის კეთებას, რაც თავისთვის სჭირდება, არამედ ბავშვზეც იწყებს ზრუნვას. ეს მის თავისუფლებას ზღუდავს. როცა ბავშვს ჭამა ან ძილი უნდა, სხვა არჩევანი არ აქვს, უნდა გამოკვებოს და დააწვინოს, სხვა საქმეებით ვერ დაკავდება. ყოველდღიური ზრუნვა: ჩაცმა, ბანაობა, გასეირნება თვითონ მას კი არა, ბავშვს სჭირდება.


    ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამის არ უნდა გვეშინოდეს: "დეკრეტული შვებულების შესახებ ყველაზე გავრცელებული მითი ისაა, რომ დედა დროს კარგავს - დრო ჩვენთვის პირველ ადგილზეა, რადგან სხვა, კიდევ უფრო გავრცელებულ მითში ვცხოვრობთ და მისი სახელი "წარმატებაა". მასში ფარული, გაუცნობიერებელი მოვალეობა დებს - მთელ სამყაროს წარვუდგინოთ ჩვენი მიღწევების გარეგანი მაჩვენებლები. მეტი ფული, მაღალი თანამდებობა, მაგარი მანქანა, სერთიფიკატების დასტა.."
    ამ დროს ქალი აკეთებს არჩევანს კარიერასა და ბავშვს შორის და თუ არჩევანს მეორე პუნტქზე აჩერებს, არავითარი დეპრესია არ გაუჩნდება.


  2. ყოველდღიური რუტინული მოქმედებები
    როგორც არ უნდა ფიქრობდეთ, დეკრეტულში ქალი ყოველდღე ერთსა და იმავე მოქმედებას ასრულებს ისევე, როგორც არაშემოქმედებით სამსახურში. ეს რუტინა ითრევს და მისგან ვეღარ თავისუფლდება.
    -"როცა თქვენ იძულებული ხართ, ყოველდღე გაიმეოროთ მონოტონური, ერთფეროვანი მოქმედებები, განსაკუთრებით გესაჭიროებათ შინაგანი მრავალფეროვნება - უნდა მისცეთ თქვენს პიროვნებასა და ადამიანს განვითარების საშუალება. თუ ენერგია და ემოციები არ გექნებათ, როგორ აჩუქებთ ბავშვს სითბოსა და მზრუნველობას?"


    აუცილებელია, საკუთარი თავი დადებითი ემოციებით აავსოთ: ეკონტაქტოთ მეგობრებს, პიროვნულად განვითარდეთ: ისაწვლოთ ახალი სიტყვა(დღეში 10 სიტყვა მაინც), ჩაეწეროთ კულინარიის ან ლანდშაფტური დიზაინის კურსებზე. თუ ამ ყველაფერს გააკეთებთ, შინაგანად განვითარდებით. ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს თვითშეფასებაზე.


  3. საკუთარი სხეულის სხვა კუთხით შეცნობა
    ქალის სხეული ფიზიოლოგიურადაც იცვლება. იგი კვებავს, ამიტომ გრძნობს რძის მოზღვავებას. ბავშვის დაბადებიდან პირველ თვეებში მას ჯერ კიდევ ეტყობა მუცელი. ეს ყველაფერი არ უნდა გაშინდებდეთ - დროებითია.


    საწყენი ისაა, რომ ყველა ცვლილების ფონზე ქალი წყვეტს საკუთარ თავზე ზრუნვას. ეს არასწორია. სანამ ბავშვს სძინავს, შეგიძლიათ 15 წუთით დაიდოთ ნიღაბი სახეზე, გაიკეთოთ მანიკური, ლამაზად ჩაიცვათ და დაივარცხნოთ. ასეთ ელემენტარულ რამეებზე დრო ყოველთვის გექნებათ, უბრალოდ სურვილის ნაკლებობაშია პრობლემა.

ოჯახი ბავშვის გაჩენის შემდეგ ივსება, ახალ აზრს იძენს. პირველი ბავშვის დაბადება ახალგაზრდა ოჯახში განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც მშობლებისთვის ნამდვილ გამოცდად გადაიქცევა, რომლის გავლის შემდეგაც ისინი ერთმანეთს უფრო დაუახლოვდებიან.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.