იმისათვის, რომ ბავშვის მაღალმა ტემპერატურამ არ შეგაშინოთ, დაიცავით რჩევების რედაქციის მიერ მომზადებული 7 ოქროს წესი.
თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს..
- არ იჩქაროთ 38,5 °С-ზე დაბალი ტემპერატურის დაწევა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვის ორგანიზმი ებრძვის ინფექციას თავად, მომატებული ტემპერატურა კი აუცილებელია დაცვითი მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
- არ აყლაპოთ ბავშვს ასპირინი და ანალგინი.
- არ შეახვიოთ ბავშვი ათობით საბანში. ჰაერი ოთახში გრილი უნდა იყოს და კარგად განიავებული, რადგან ბავშვებს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი თერმორეგულაციის სისტემა აქვთ.
- არ შეაზილოთ ბავშვს სპირტი ან ძმარი - ეს ბავშვის სასუნთქი გზებისთვის საწამლავია.
- გახსოვდეთ, რომ წამლები მოქმედებენ მხოლოდ 30-60 წუთის შემდეგ. არ ელოდოთ, რომ ტემპერატურა უეცრად დარეგულირდება. ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატის ინსტრუქციები, რომელსაც იყენებთ.
- არ შეიძლება ბავშვის სხეულზე ცივი ნივთების მიდება, იმიტომ, რომ ამან შეიძლება კანის სისხლძარღვების სპაზმი გამოიწვიოს.
- თუ ტემპერატურა მაღალია, ბავშვის კანი ფერმკრთალი, ხოლო კიდურები - ცივი, ესეიგი ეს "ცივი ციებ-ცხელება" და სისხლძარღვების სპაზმია. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და დაუზილეთ კიდურები ბავშვს, რათა სპაზმი ჩაცხრეს. გამორიცხეთ ფიზიკური გაგრილების ყველა საშუალება.