» » როგორ დავამშვიდოთ ბავშვი 1 წუთში: გვასწავლის გამოცდილი ვიეტნამელი მედდა

როგორ დავამშვიდოთ ბავშვი 1 წუთში: გვასწავლის გამოცდილი ვიეტნამელი მედდა

ახალგაზრდა და გამოუცდელ მშობლებს, ხშირად, ძალიან უჭირთ ჩვილის დამშვიდება და დაძინება, ამიტომ ვერც თვითონ ახერხებენ გამოძინებას. პირადი გამოცდილების უკმარისობა, ასევე, უსარგებლო რჩევები "ყოვლისმცოდნე" ახლობლებისა და ნათესავებისგან, მშობლებს აიძულებს, ბავშვის საწოლთან სპექტაკლები გაითამაშოს.ა

დღეს რჩევების რედაქცია გაგიზიარებთ გამოცდილი ვიეტნამელი მედდის საიდუმლოს, რომელმაც იცის, როგორც დავაძინოთ ბავშვი სწრაფად. ეს ცოდნა აუცილებლად გამოგადგებათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი ვერ იძინებს ღამით და სხვა მეთოდებით ვერაფერს ხდებით.



ბავშვი ვერ იძინებს
თუ ბავშვს ცუდად სძინავს, ეს არამხოლოდ თავისი, არამედ მშობლების პრობლემაცაა, რომლებსაც, მისი გაჩენისთანავე, მოემატათ უსიამოვნებები და საზრუნავი, ძალების აღდგენა და ჯანსაღი ძილი კი მათთვის აუცილებელია.

რა იწვევს ბავშვის უძილობას?
  1. არასწორი რეჟიმით ხანგრძლივი ძილი;
  2. ძილთან დაკავშირებული მკვეთრი რიტუალების არარსებობა;
  3. ძილის წინ დროის აქტიურად გატარება და ჭარბი შთაბეჭდილებები;


  4. ჯანმრთელობის პრობლემები;
  5. ყურადღებისა და მზრუნველობის უკმარისობა'
  6. ცუდი გარემო ძილისთვის.

იმისათვის, რომ ათასობით გამოუცდელმა მშობელმა ისწავლოს ჩვილის დამშვიდება, ვიეტნამელმა მედდამ გადაიღო ვიდეორგოლი, რომელშიც ერთ ეშმაკობას გვაწავლის, ეს უკანასკნელი კი აგვარებს ძილის პრობლემების ბოლო ორ პუნქტს. სცადეთ თქვენც.



  1. აიღეთ 120x60 სმ პირსახოცი და დაახვიეთ რულონის მსგავსად.
  2. დააწვინეთ ბავშვი მარჯვენა გვერდზე და პირსახოცი შემოახვიეთ ისე, რომ ერთი ბოლო თავქვეშ ედოს, მეორე კი - კისრის ქვეშ. პირსახოცი ბავშვის ფეხებშორის უნდა გადიოდეს.


  3. მოეფერეთ ბავშვს ზურგზე, რათა მან იგრძნოს თქვენი შეხება. რამდენიმე წამში გაიგონებთ, როგორ კრუსუნებს პატარა. მისია შესრულებულია - ბავშვმა დაიძინა.
ასეთი რულონი პირსახოცისგან ასრულებს დედის ჩახუტების იმიტაციას, რომელშიც ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობს. გასაკვირი არაა, რომ მასში პატარა სწრაფად იძინებს. მითუმეტეს, დედას ყოველთვის არ შეუძლია ჩვილის ხელში დაჭერა.



ხანდახან, ბავშვს ეძინება, მაგრამ ვერ იძინებს. ამის მიზეზი არასათანადო პირობებია. ასეთი პირობების შესაქმნელად, იზრუნეთ სწორ ატმოსფეროზე ბავშვის ოთახში:
  1. კარგად ანიავეთ ოთახი;
  2. დაკიდეთ მუქი ფარდები, რათა მზის სხივებმა ბავშვს ძილი არ დაუფრთხოს;
  3. აბანავეთ პატარა თბილ წყალში. შეგიძლიათ სცადოთ ბალახეული(მელისა, ყვითელგულა, პიტნა, გვირილა);
  4. ჩართეთ მომადუნებელი მუსიკა ხმადაბლა;
  5. შეიმუშავეთ მოსახერხებელი ძილის რეჟიმი, რათა ბავშვმა დროულად დაიძინოს.


თქვენ როგორ ამშვიდებთ მტირალ ბავშვს? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.