» » » კარაქივით იჭრება და დნება პირში - ყველასათვის საყვარელი ტორტი "ფუტკარი"

კარაქივით იჭრება და დნება პირში - ყველასათვის საყვარელი ტორტი "ფუტკარი"

დღეს რჩევების რედაქცია გთავაზობთ ტორტ "ფუტკრის" რეცეპტს - ნაზი დესერტი თაფლის გასაოცარი არომატითა და ბავშვობის დაუვიწყარი გემოთი.



მისი თხელი, ნაზი, პირში მდნარი თაფლიანი 8 ფირფიტა, გაჟღენთილი ჰაეროვანი მოხარშული კრემით, ტკბილეულის მოყვარულებს ერთსულოვანს არ დატოვებს. მოადუღეთ ჩაი, დაუძახეთ მეზობლებს და დატკბით ყველაზე გემრიელი მედოკით.

ტორტი "ფუტკარი"
ინგრედიენტები ფირფიტებისთვის
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 250 გ შაქარი
  • 500-550 გ ფქვილი
  • 50 გ კარაქი
  • 1 ჩ.კ. სოდა
ინგრედიენტები კრემისთვის
  • 500 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 150-200 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 1 შეკვრა ვანილი
მომზადება
  1. შეურიეთ ქვაბში კვერცხი, შაქარი, კარაქი და თაფლი.


  2. დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და მოურიეთ შიგთავსს შაქრის სრულად გახსნამდე.


  3. შაქარი რომ გაიხსნება, დაუმატეთ სოდა. მასა დაიწყებს აქაფებას და ზომაში ორჯერ გაიზრდება. ენერგიულად ურიეთ კიდევ 30 წამით, შემდეგ მოხსენით ცეცხლიდან.
  4. დაიწყეთ კოვზით წინასწარ გაცრილი ფქვილის ჩამატება. მასა თანდათან გაგრილდება და მისი მოზელა ხელითაც შეგეძლებათ. უნდა გამოვიდეს რბილი, წელვადი ცომი.


  5. გაყავით ცომი 8 ნაჭრად. დაამრგვალეთ, დაახურეთ საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში.


  6. ამავდროულად მოამზადეთ მოხარშული კრემი.
  7. პატარა ქვაბში შეურიეთ ფქვილი, შაქარი, ვანილი, კვერცხი და კარგად ათქვიფეთ. თანდათან ჩაუმატეთ რძე და ურიეთ მასას ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  8. დადგით ქვაბი ნელ ცეცხლზე. შეუჩერებლად ურიეთ რძის მასას, რათა მოერიდოთ ფქვილის კენჭების წარმოქმნას. როგორც კი კრემი შესქელდება და დუღილს დაიწყებს, გამორთეთ ცეცხლი.


  9. მდუღარე მასას დაუმატეთ დარბილებული კარაქი და მოურიეთ, სანამ სრულად არ გაიხსნება. დაახურეთ კრემს საკვები ცელოფანი და გააგრილეთ.


  10. გამოიღეთ მაცივრიდან ბურთულები თანდათან. ფქვილიან პერგამენტის ქაღალდზე გააბრტყელეთ თხელი მედოკის ფენები. გადაიტანეთ ფენები საცხობზე პირდაპირ პერგამენტის ქაღალდით და მასზევე გამოაცხვეთ.


  11. ფენები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 3-4 წუთით ან ოქროსფერის მიღებამდე უნდა აცხოთ.
  12. გამოცხობისთანავე, სანამ ფირფიტა რბილია, დაადეთ ზემოდან ფორმა და გამოჭერით სასურველი დიამეტრის ფიგურა. არ გადაყაროთ მოჭრილი ნარჩენები - დააფქვიეთ და შეინახეთ მოსაყრელად.
  13. წაუსვით გაგრილებულ ფირფიტებს კრემი.ამის შემდეგ უხვად მოაყარეთ დაფქული ნარჩენები.


  14. შედგით ტორტი მაცივარში რამდენიმე საათით, რათა კარგად გაიჟღინთოს.

ტორტი გამოვა რბილი, ნაზი და კარაქივით დაიჭრება. გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.