» » » "შავი პრინცის" გამარტივებული რეცეპტი: ასე უკვე რამდენი წელია ვაცხობ, არასდროს უმტყუნია

"შავი პრინცის" გამარტივებული რეცეპტი: ასე უკვე რამდენი წელია ვაცხობ, არასდროს უმტყუნია

შინაური შოკოლადის ტორტი მაღაზიისას ათასჯერ სჯობს. მარტივი და სასურველი დესერტი, რომლის მომზადების საიდუმლოსაც დღეს გაგიზიარებთ - ეს ცნობილი "შავი პრინცის" გამარტივებული ვარიანტია, ოღონდ გემო თითქმის იგივეა. რეცეპტში აქცენტია მომზადების სისწრაფეზე, ინგრედიენტების ხელმისაწვდომებაზე და არც განსაკუთრებულ გემოს ექცევა ნაკლები ყურადღება.



არომატული კაკაო, ნაზი არაჟანი და მოხარშული შედედებული რძე - იდეალური კომბინაცია ტკბილეულის მოყვარულთათვის. რჩევების რედაქციამ მოაშორა ძირითად რეცეპტს ზედმეტი ინგრედიენტები და დატოვა ყველაზე მთავარი - ის, რაც საჭიროა განუმეორებელი გემოსთვის.

ტორტი "შავი პრინცი"
ინგრედიენტები
  • 250 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 200 გ 20%-იანი არაჟანი
  • 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ს.კ. ყურძნის ძმარი
  • 250 გ ფქვილი
  • 1.5 ქილა შედედებული რძე
  • 300 გ კარაქი
  • 50 გ თხილი
მომზადება
  1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი მიქსერით. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ არაჟანი და კაკაოს ფხვნილი. უნდა გამოვიდეს მასა, რომელიც არატკბილ შოკოლადის კარაქს მოგაგონებთ.


  2. შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი და არაჟანი, დაუმატეთ ძმარში გახსნილი სოდა, გაცრილი ფქვილი და კარგად მოურიეთ. მიღებული მასისგან გამოაცხვეთ 2 ბისკვიტი.


  3. მოამზადეთ საცხობი ფორმა: ფსკერზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, შეაზილეთ კარაქი. ფორმაზე დაასხით ცომის ნახევარი, აცხვეთ 20 წუთით 180 გრადუსზე. დარწმუნდით მზაობაში კბილის ჩხირით.


  4. ასევე მოიქეცით დარჩენილ ცომზე. მოამზადეთ ბისკვიტები და გაჭერით ორ თანაბარ ნაწილად. გააგრილეთ.


  5. კრემისთვის ათქვიფეთ შედედებული რძე და კარაქი, შემდეგ კარგად წაუსვით ყველა ფენას. თხილი დააფქვიეთ ბლენდერში ან დატეხეთ და კარგად მოაყარეთ ტორტს. სურვილისამებრ, მოათავსეთ თხილი კრემში (ამ შემთხვევაში 150-200 გ თხილი დაგჭირდებათ) ან მზა ტორტი მთლიანი თხილებით მორთეთ.


  6. მზა ტორტი შედგით მაცივარსი 6-8 საათით, ან მთელი ღამით, რათა ფენები კარგად გაიჟღინთოს კრემით.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.