» » » "ზარმაცების ნაპოლეონი", რომელიც 20 წუთში მზადდება

"ზარმაცების ნაპოლეონი", რომელიც 20 წუთში მზადდება

მაპოლეონი ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი ტორტია, მაგრამ, ნაყიდი დესერტი იმდენად გემრიელი არაა, რამდენადაც სახლში მომზადებული. თუ გინდათ, სტუმრები უგემრიელესი დესერტით გააოცოთ, დრო კი თითქმის არ გაქვთ, შეგიძლიათ "ზარმაცი ნაპოლეონი" მოამზადოთ.

ამ ტორტის გასაკეთებლად არ გჭირდებათ ღუმელის გაცხელება. გემოთი ტორტი ხრაშუნა გამოვა, მისი ნაზი კრემი კი პირში დადნება. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ნაპოლეონის ყველაზე გემრიელი ვარიანტია, რომელიც ოდესმე გამისინჯავს. მოამზადეთ და თავად დარწმუნდებით!



"ზარმაცი ნაპოლეონი"
ინგრედიენტები
  • 800 გ მარილიანი ორცხობილა "გულები"
  • 1 ლ რძე
  • 4 კვერცხი
  • 150 გ კარაქი
  • 0.5 ჩ.კ. შაქარი
  • 6 ს.კ. ფქვილი
  • ვანილის შაქარი
მომზადება
  1. მოათავსეთ კვერცხი შაქარი, ფქვილი და მწიკვი ვანილი ერთ ჭურჭელში.


  2. კარგად ათქვიფეთ მასა, ჩაასხით მასში რძე და მოათავსეთ ცეცხლზე.


  3. ხარშეთ კრემი, მუდმივად ურიეთ, სანამ იგი სრულად არ გაბლანტდება. როცა კრემი ოდნავ გაგრილდება, დაუმატეთ კარაქი და კარგად მოურიეთ.

    დროა, ტორტის აწყობა დავიწყოთ: ჩაალბეთ ორცხობილა კრემში და დაალაგეთ ფორმაში. არ დაინანოთ კრემი! რაც მეტად დაალბობთ ტორტს, მით უფრო გემრიელი გამოვა.



  4. ორცხობილების ბოლო ფენას წაუსვით დარჩენილი კრემი.


  5. დაფშვენით ორცხობილები და მოაყარეთ კრემს. სულ ესაა! უგემრიელესი დესერტი მზადაა.

დარწმუნებული ვარ, ეს ტორტი ყველას მოეწონება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.