მაგრამ ნუ დაიწყებთ წუწუნს. ყველაფერი ხომ ასე ცუდადაც არ არის. ცნობილი სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა და აღმოაჩინეს მთელი რიგი კანონზომიერება, რომლებიც ეხმარება ადამიანს უფრო დიდხანს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესები მარტივია, მათი დამორჩილება საკმაოდ რთულია. იქნებ, მაინც სცადოთ?
ჯანმრთელობა და დღეგრძელობა
ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, როგორც მემკვიდრეობაზე, ისე ეკოლოგიის მდგომარეობასა და ხასიათზეც კი. თუმცა, გადამწყვეტი ფაქტორი ცხოვრების წესია. სწორედ ჩვევებზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაიცვითება თქვენი ორგანიზმი.
მაშ ასე, Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ავტორიტეტული მეცნიერების მიერ გამოტანილ დასკვნებსა და იმ ჩვევებს, რომლებიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
- მკურნალობა ნაცნობ ექიმებთან
სპეციალისტები ამ ჩვევის მნიშვნელობას იმით ხსნიან, რომ ნაცნობი ექიმები კარგად იცნობენ პაციენტს და მარტივად ამჩნევენ ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც მათ ემართება. ეს გეხმარებათ სწრაფად რეგირებაში, დაავადების პოვნასა და აღმოფხვრაში. აი ახალ ექიმს კი დრო სჭირდება, რადგან იგი პრობლემაში გარკვევას თავიდან იწყებს. - ფულის გადადება ყოველი შემთხვევისთვის
სადაზღვევო აგენტები ტყუილად კი არ ავლებენ პარალელს ფინანსურ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას შორის. არსებობს საინტერესო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც იმ პენსიამდელი ასაკის ადამიანებში, რომლებმაც შემოსავლის ძირითადი წყარო დაკარგეს, სიკვდილის რისკი ორჯერ იზრდება. - კვებისთვის დიდი ყურადღების დათმობა
ნაწლავი იმ სასარგებლო ბაქტერიების სანახია, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ თქვენი სიცოცხლის გახანგრძლივებაში. ასევე, დამტკიცებულია, რომ ნაწლავებსა და ტვინს პირდაპირი კავშირი აქვთ, ამიტომ, კუჭის პრობლემები ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს. - მეტი ცხიმების მიღება
საუბარია მონოგაუჯერებელ ცხიმებზე, რომლებსაც შეიცავს თხილეული, თესლები, მცენარეული ზეთები, კვერცხი, წითელი თევზი, რძის პროდუქტი. მათი ზომიერი მოხმარება 15-25%-ით ამცირებს გარდაცვალებას თრომბოზით ან გულის დაავადებით. - კომფორტული ტანსაცმლის ტარება
კომფორტული ტანსაცმელი ადამიანის კმაყოფილების გრძნობას ანიჭებს, რაც გეხმარებათ უფრო დიდხანს სიცოცხლეში. სპეციალისტები დარწმუნებული არიან სეირნობის სარგებელშიც, მოუხერხებელ ფეხსაცმელსა და ვიწრო ტანსაცმელში კი ეს ნამდვილად არ მოგანიჭებთ სიამოვნებას. - ნაკლები ჯდომა
ყოველდღიური ჯდომა ტელევიზორის წინ ჯანმრთელს ვერ გაგხდით. სპეციალისტები არ გვირჩევენ 3 საათის მანძილზე გადაბმულად ჯდომას. შემოიღეთ ცხოვრებაში მეტი მოძრაობა და თქვენ დაახლოებით 3 წლით უფრო მეტხანს იცოცხლებთ. - გამოძინება უქმეებზე
საიდუმლო არაა, რომ სამუშაო კვირის მანძილზე გამოძინება რთულია. ამიტომ, უქმეები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ჯანმრთელობისთვის. შვედმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხანგრძლივი ძილი უქმეებზე გადატვირთვით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს უშლის ხელს . - სახლის რეგულარული დალაგება
დალაგება არამხოლოდ საცხოვრებელი სახლის გაწმენდა, არამედ ვარჯიშიცაა, რომელიც სპორტ-დარბაზის ერთ ვიზიტს ანაცვლებს. თქვენ ხომ გიწევთ ფანჯრების გაწმენდა, მოგვა და ნივთების დალაგება. ხოლო თუ სამსახურში და სახლამდე ფეხითაც გაივლით, მაშინ დღიური აქტივობის ნორმა ნამდვილად შესრულებული იქნება. - ახლობლებთან ახლო კონტაქტი
საიდუმლო არაა, რომ ზოგიერთ მეგობარს უკეთ ესმის თქვენი, ვიდრე ყველაზე ახლო ნათესავს. ნუ მოერიდებით გამგე ადამიანებს და მუდმივად შემოიზღუდეთ თავი კარგი მოსაუბრეებით. ასე სიცოცხლის გახანგრძლივების შანსი ერთი-ორად იზრდება. - ბევრი შრომა
სრულყოფილ დასვენებაზე უარი არ უნდა თქვათ, მაგრამ შეუპოვრად მუშაობაც საჭიროა. მიზანმიმართულობა სასარგებლოა, იგი ხომ ცხოვრებას მიზანს აძლევს. როცა ხვდებით, რატომ იღვიძებთ დილით, გინდებათ რომ უფრო დიდხანს იცოცხლოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებთ.