ზრდასრულ ასაკში მენოპაუზას ყველა ქალი განიცდის. მას ყველა სხვადასხვანაირად იტანს. ზოგიერთს სიმპტომები უფრო რბილ ფორმებში აქვთ და სწრაფად გადის. ზოგი კი ხშირი შეტევებით და ხასიათის ცვლილებებით, უძილობით და სისხლძარღვების პრობლემებით იტანჯება.
როგორ შევამსუბუქოთ კლიმაქსი
კარგი ამბავი არსებობს: ორგანიზმს ფიზიკური აქტივობა ეხმარება სხეულის ცვლილებების გამკლავებაში, უსიამოვნო სიმპტომების მოშორებაში, რომელიც სრულყოფილად ცხოვრებაში ხელს გვიშლის. ბევრ ქალს აწუხებს კითხვა, თუ როგორ შეამსუბუქონ კლიმაქსის შეტევები. თუმცა მხოლოდ სპორტულ დარბაზში წასვლა არის საჭირო - და ოფლიანობა, გულის აჩქარებაც, ცხელი ციებ-ცხელებას გაქრება. განწყობაც გაუმჯობესდება.
ფიზიკური აქტივობის უპირატესობა მენოპაუზის დროს
- წონის შემცირება
ქალებს, როგორც წესი, მენოპაუზის დროს კუნთოვანი მასა აკლდებათ და მუცლის ცხიმი უგროვდებათ. აშშ-ს დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, ქალებმა ზომიერ აერობულ აქტივობას სულ მცირე კვირაში 15 წუთი უნდა დაუთმონ. - კიბოს განვითარების რისკი მცირდება
ვარჯიშის წყალობით ჯანსაღი წონის შენარჩუნებით, თავს დაიზღვევთ სხვადასხვა სახეობის კიბოსგან, მათ შორის ძუძუს, მსხვილი ნაწლავის და ენდომეტრიუმის კიბოსგან. - ძვლები მაგრდება
ვარჯიში მენოპაუზის დროს ძვლის მასის შემცირებას ანელებს, რაც მოტეხილობის და ოსტეოპოროზის რისკს ამცირებს. - სხვა დაავადების გაჩენის რისკს ამცირებს
45-50 წლის ასაკში ქალები ხშირად გამოხატული სიმსუქნით იტანჯებიან. ცნობილია, რომ მას თან მოსდევს გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარება, ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა და შაქრის დიაბეტი. სპორტით რეგულარული დაკავება ამ რისკებს ამცირებს. - განწყობას ამაღლებს
ფიზიკური აქტიურობა სხეულში ათავისუფლებს ქიმიურ ნივთიერებებსა და ჰორმონებს, როგორიცაა ენდორფინი, რომელიც კეთილდღეობის და ბედნიერების შეგრძნებას გვანიჭებს. ის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე განწყობას ამაღლებს და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ფიზიკურად აქტიურ ქალებს დეპრესიის და გონებრივი შესაძლებლობის დაკარგვის დაბალი რისკი აქვთ.
ვარჯიშის 3 სახეობა არსებობს, რომლებიც ქალებს ცხოვრების გარდამავალ პერიოდში ეხმარება.
ვარჯიშის სახეობები მენოპაუზის დროს
- კარდიო-ვარჯიში - ამ ვარჯიშში ბევრი კუნთი მონაწილეობს და გულის რიტმი იზრდება. ასეთ ვარჯიშებს მიეკუთვნება ცურვა, ცეკვა, პილატესი, სირბილი, აერობიკა და ველოსიპედზე სიარული.
- ძალოვანი ვარჯიშები. კლიმაქსის დროს ძვლოვანი ქსოვილის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია. ოსტეოპოროზი - სერიოზული საფრთხეა. ძალოვანი ვარჯიშები დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ კუნთების ტონუსსზე, არამედ ძვლების სიმკვრივეზე. აქედან გამომდინარე, 40 წელს ზემოთ ქალებმა ძალოვანი ვარჯიში პირველ ადგილას უნდა დააყენონ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ 100 კგ შტანგა უნდა ასწიონ. ძალოვანი ვარჯიშები სხვადასხვანაირია, უმჯობესია ყველა კუნთისთვის ვარჯიშების ინდივიდუალური ნაკრები შეიმუშაოთ.
- იოგა და გაჭიმვები. მენოპაუზა ზოგჯერ ყველაზე ენერგიულ და მხიარულ ქალს მოუქნელ და მშფოთვარე ქალად გადააქცევს. კლიმაქსის დროს იოგას სასწაულის მოხდენა შეუძლია, კლიმაქსის ბევრ სიმპტომს მოგაშორებთ, ძველებურ განწყობას და სიხალისეს დაგიბრუნებთ.
კლიმაქსი და იოგა აუცილებელი წყვილია. ეს ერთდროულად დატვირთვა და დასვენება, ძალების აღდგენა და ენერგიის გონივრულად დახარჯვა არის. იოგა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ სტრესის, გაღიზიანებისა და დაღლილობისგან, ციებ-ცხელებას შეგიმცირებთ.
როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა კლიმაქსის დროს
კლიმაქსის დროს ქალების ცხოვრების წესი მაქსიმალურად ჯანსაღი უნდა იყოს. ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მსუბუქად რომ გადაიტანოთ, ეს მარტივი წესები დაიცავით
ცხოვრების წესი კლიმაქსის დროს
- სრულყოფილი ძილი
- სტრესის თავიდან აცილება
- ცუდ ჩვევებზე უარის თქმა
- სრულყოფილი კვება
ქალები, რომლებიც კლიმაქსის დროს დაკავებულნი არიან აერობიკით, ტანვარჯიშით, ფიზკულტურით, იოგით, სხვადასხვა კუნთის ვარჯიშებით და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ, ამბობენ რომ შეტევები თითქმის ორჯერ შეუმცირდათ. და თუ აქვთ შეტევები უფრო უმტკივნეულოდ გადააქვთ.
სილამაზის და ახალგაზრდობის გახანგრძლივება საკმაოდ რეალურია. ბევრმა ქალმა სასურველი ფიგურა სწორედ 40 წლის შემდეგ მიიღო. ყველაფერი თქვენს ხელშია. მენოპაუზა - ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდია. მთავარია - გაიაზროთ, რომ ასაკი ეს სასჯელი არაა, არამედ მოქმედების სტიმული.
დაე, მენოპაუზის პერიოდმა და ასაკმა არ შეგაშინოთ. ფიზიკური აქტივობის წყალობით კლიმაქს როგორ ცხოვრების კიდევ ერთ ეტაპს ისე მიიღებთ და ბევრ სასიამოვნოსაც აღმოაჩენთ. გახსოვდეთ: კლიმაქსი და სპორტი - განუწყვეტლივ ერთმანეთთან კავშირშია!
და ტონუსს თქვენ როგორ ინარჩუნებთ? გვიამბეთ კომენტარებში კლიმაქსის სიმპტომების დაძლევის თქვენი გამოცდილების შესახებ და სტატია აუცილებლად მეგობრებს გაუზიარეთ.