» » » მამაკაცური მენოპაუზა: როგორ შეიძლება მისი ამოცნობა და გადატანა სკანდალებისა და ცრემლების გარეშე

მამაკაცური მენოპაუზა: როგორ შეიძლება მისი ამოცნობა და გადატანა სკანდალებისა და ცრემლების გარეშე

ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ჩვენი მამაკაცები ძლიერები და თავდაჯერებულები არიან. ისინი იშვიათად ჩივიან ჯანმრთელობის პრობლემებზე და იმას ხომ საერთოდ არ ამბობენ, რა აწუხებთ, განსაკუთრებით, თუ ეს საკითხი მამაკაცურ ძალას ეხება. ჩვენ, ასევე, მიჩვეული ვართ ფიქრს, რომ მენოპაუზა მხოლოდ ქალების შემთხვევაშია, თუმცა ძალიან ვცდებით.

დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, რა არის მამაკაცური მენოპაუზა, როგორ ამოვიცნოთ და რა მოვუხერხოთ.

როგორ ავამაღლოთ ტესტოსტერონის დონე
როგორც არ უნდა გვეწინააღმდეგებოდნენ მამაკაცები, ცნება "მამაკაცური მენოპაუზა" არსებობს, მისი სამედიცინო სახელწოდება კი ანდროპაუზაა. ჩვეულებრივ, იგი თავს იჩენს მოხუცებულ ასაკში და დროდადრო ერევა სიბერის სიმპტომებს, ამიტომ მამაკაცთან 80% ამ დროს ვერც კი ამჩნევს. მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო სიმპტომებმა თავის გამოჩენა და საკმაოდ ახალგაზრდა მამაკაცებშიც. რაშია საქმე?

ანდროპაუზა მამაკაცში ტესტოსტერონის დონის თანდათანობითი შემცირების შედეგია. 30 წლის შემდეგ, ტესტოსტერონის დონე მამაკაცებში იკლებს 1%-ით ყოველ წელს. თუმცა, ეს მხოლოდ იდეალურ შემთხვევაში, როცა მამაკაცი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ყველა მავნე ჩვევა მხოლოდ აჩქარებს ამ პროცესს, ამიტომ ანდროპაუზა ნაადრევად გვევლინება.



შემცირებული ტესტოსტერონი თან მოიტანს უსიამოვნო შედეგებს. მაგალითად, ტახიკარდიის შეტევები, თავბრუსხვევა, მკერდში მწვავე ტკივილები, გაღიზიანებადობა, ნერვოზულობა, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება. ადამიანი ძალიან მგრძნობიარე, მიამიტი და მშფოთვარე ხდება, ხშირია აფეთქებები სიბრაზისგან, შემდეგ კი აპათიის შეტევებიც.

ამასთან, ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ შემცირებული ლიბიდო ამ სფეროში სხვა დარღვევებსაც მოიტანს. ერექციის პრობლემები უფრო მეტ დისკომფორტს იწვევს, აუარესებს მდგომარეობას. ეს მორალური დისკომფორტი, შესაძლოა, მწვავე ფსიქონერვოტულ შედეგებში გადაიზარდოს.



კვლევის თანახმად, რომელიც სან-დიეგოს სკოლაში 2007 წელს ჩააყარეს, დაბალი ტესტოსტერონის მქონე მამაკაცები უფრო ცოტახანს ცხოვრობენ. ეს სავსებით ახსნადია, თუ გავითვალისწინებთ ჭარბი წონის დაგროვებას, სასქესო ფუნქციის დარღვევას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის ნაადრევ გაჩენას.

თუ ამ სიმპტომებს განიცხით, დროა, მიმართოთ ექიმს და გაიაროთ მკურნალობის კურსი. გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობა ამ შემთხვევაში დაუშვებელია! თუმცა, სიმპტომების გაჩენამდე მათი აღკვეთა შესაძლებელია შემდეგი საშუალებებით:

  1. ფიზიკური სავარჯიშოები
    საკმაოდ ბანალური რჩევაა, თუმცა ეს მართლაც გამოსავალია. ფიზიკური აქტივობა ჩვენი ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის წინაპირობაა. მამაკაცები ძალოვანი სავარჯიშოებით უნდა დაკავდნენ, რადგან სწორედ ისინი ზრდის ტესტოსტერონის დონეს. ეს სჯობს კარდიოსა და სირბილს, რადგან ისინი საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა.


  2. კვება
    ჯანმრთელობის დიდი ხნით შენარჩუნებისთვის აუცილებელია კვების სწორი რაციონი. უნდა შეამციროთ ცხიმების შემცირება და უნდა შეარჩიოთ ნახშირწყლების სწორი წყაროები. საქმე ისაა, რომ ნახშირწყლები ტესტოსტერონის მაქსიმალურად გამომუშავებისთვიისაა საჭირო, თუმცა გვჭირდება მხოლოდ ნელა მეტაბოლიზებადი ნივთიერებები, რომელსაც შეიცავს: ხილი, ბოსტნეული, ხორბალი და პარკოსნები.


  3. ძილი
    ჩვენს ორგანიზმს ჯანსაღი ძილი ესაჭირობა, მათ შორის იმისთვისაც, რომ შეძლოს ტესტოსტერონის საჭირო რაოდენობით გამომუშავება. დაიცავით ძილის ჯანსაღი რეჟიმი, ეცადეთ, არ გამოფიტოთ ორგანიზმი, რადგან უძილობა უდიდესი სტრესია.


  4. ვიტამინები
    არ დაივიწყოთ ვიტამინებსა და მინერალებზეც, რომელთა გარეშეც ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, უმჯობესია ექიმთან მისვლა, სისხლის ანალიზით დადგენა დეფიციტისა. დაბალი ტესტოსტერონის მქონე მამაკაცებს ესაჭიროებათ ვიტამინი D და თუთია.

კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჰორმონების დონეზე მოქმედებს, არის სტრესი. იმისათვის, რომ დამღუპველი ზემოქმედება არ დაუშვათ ორგანიზმზე, ისწავლეთ მისი მოშორება. ჩამოიცილეთ ყველა სტრესისმომგვრელი ფაქტორი და იცხოვრეთ უფრო ბედნიერად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.