შეინახეთ ფუნთუშებისა და სხვა გემრიელი ღვეზელებისთვის ამ ცომის რეცეპტი:
ინგრედიენტები
- 250 გ რძე
- 25 გ საფუარი
- 2 კვერცხი
- 3.5 ჭიქა ფქვილი
- 80 გ კარაქი
- 0.5 ჭიქა შაქარი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- პატარა ჯამში ჩაასხით თბილი რძე, დაუმატეთ საფუარი და გახსენით.
- ათქვიფეთ კვერცხი მიქსერით, შემდეგ დაუმატეთ რძის მასაში. მოზილეთ ეს მასა მიქსერის დაბალი სიჩქარით, რათა არ გამოვიდეს წებოვანი.
- დაუმატეთ შაქარი, თანდათან ჩაყარეთ ფქვილი, მუდმივად ურიეთ ცომს. ზილეთ ცომი 4 წუთის მანძილზე, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- შემდეგ დაუმატეთ კარაქი თანდათან, ურიეთ ცომს ზომიერი სიჩქარით კიდევ 5-6 წუთით. კარაქი მთლიანად უნდა გაიხსნას. ცომი სქელი და ერთგვაროვანი უნდა გამოვიდეს.
- გააჩერეთ ცომი ჭურჭელში, დაახურეთ საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში. მე მთელი ღამით ვაჩერებ, დილით კი იდეალური ცომი გამოდის.
დილით გამოიღეთ ცომი მაცივრიდან მოათავსეთ ფქვილიან ზედაპირზე და კარგად ჩაზილეთ.