» » » უნივერსალური ცომის მომგებიანი ვარიანტი ვარენიკებისა და პელმენებისთვის

უნივერსალური ცომის მომგებიანი ვარიანტი ვარენიკებისა და პელმენებისთვის

რატომღაც, თანამედროვე დიასახლისები თვლიან, რომ ვარენიკებისა და პელმენების მომზადება ძალიან შრომატევადი პროცესია. ჩვენ გვინდა, საწინააღმდეგოში დაგარწმუნოთ. ამ კერძების მომზადების მთელი სირთულე მოგეხსნებათ სწორი ცომის რეცეპტის შერჩევის შემთხვევაში.

რა თქმა უნდა, არასწორად მომზადებული ცომი - ზედმეტი თავის ტკივილია. იგი უბრალოდ არ შეწებდება, არ გაბრტყელდება, მიეწებება ხელებს ან უბრალოდ ჩაიშლება ხარშვისას და შიგთავსს გამოუშვებს. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ უნივერსალური ცომის რეცეპტს პელმენებისა და ვარენიკებისთვის მინერალური წყლით. აწი აღარ მოგიწევთ მომზადების მეთოდების შეცვლა.

ინგრედიენტები
  1. 2.5-3 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  2. 1 ჭიქა გაზიანი წყალი
  3. 0.5 ჩ.კ. შაქარი
  4. 0.5 ჩ.კ. მარილი
  5. 1 კვერცხი
  6. 4 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
მომზადება
  1. ღრმა ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი მინერალურ წყალთან ერთად. ჩაყარეთ მარილი, შაქარი და რაფინირებული ან დეზოდორირებული ზეითუნის ზეთი (რათა ცომმა ზედმეტი სუნი არ შეითვისოს).
  2. ურიეთ ინგრედიენტებს მანამ, სანამ შაქარი და მარილი არ აითქვიფება.
  3. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და დაიწყეთ ცომის ზელა ხელით ან კოვზით. როცა მასა ბლანტი გახდება, მოათავსეთ იგი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და ზილეთ ცომი ხელებით 7-8 წუთის მანძილზე.
  4. დაამრგვალეთ ცომი, შეახვიეთ საკვებ ცელოფანში, დაახურეთ სველი პირსახოცი და გააჩერეთ 30 წუთით. ამ დროში თქვენ შეძლებთ შიგთავსის მომზადებასაც.
ამ რეცეპტში მინერალური წყალი ანაცვლებს სოდას, ცომს ხდის ფუმფულასა და ჰაეროვანს. ახლა ყველაფერი თქვენს გემოვნურ უპირატესობაზეა დამოკიდებული, თუ რითი გატენით ამ ცომს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.