» » » ჰაეროვანი, ნაზი ცომი, რომელიც თითქმის ყველა ცომეულის მოსამზადებლად გამოგადგებათ

ჰაეროვანი, ნაზი ცომი, რომელიც თითქმის ყველა ცომეულის მოსამზადებლად გამოგადგებათ

რჩევების რედაქცია გთავაზობთ უნივერსალური მოხარშული ცომის რეცეპტს, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.
ცომი არამხოლოდ სასიამოვნოა სამუშაოდ, არამედ გემრიელიცაა! მოამზადეთ გინდ პელმენები, გინდ ვარენიკები, გინდ ჩებურეკი - ეს ყველაფერი ერთი ცომით. ასევე, მისგან შეგიძლიათ ხინკლის, მანტის, პოზისა და ფენოვანი ღვეზელების მომზადებაც.


ცომი კი არა, სასწაულია! ერთი ულუფა ცომით სხვადასხვა კერზი გამოგივათ: ვარენიკები ხაჭოთი, ჩებურეკი ხორცით და დაგრჩებათ ფუნთუშებისთვისაც.


მოხარშული ცომი
ინგრედიენტები
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1.5 ჭიქა მდუღარე წყალი
  • 1 კვერცხი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 0.5 ჩ.კ. მარილი
მომზადება
  1. გაცერით ფქვილი და შეურიეტ მარილი. გააკეთეთ ფორაკი, ჩააღრმავეთ შუაში და ჩაასხით ზეთი შიგნით.
  2. ცომს მოასხით მდუღარე წყალი და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააგილეთ 5 წუთით.
  3. ცალკე ჭურჭელში ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი, რათა ცილა და გული კარგად აირიოს, დაასხით ეს მასაც ცომს და დაიწყეთ მორევა. თავიდან ცომი პატარა სეგმენტებად დაიშლება, თუმცა გააგრძელეთ მორევა და იგი ერთგვაროვანი გამოვა.
  4. გააჩერეთ ცომი თასში 30 წუთით, არ დაგავიწყდეთ ტილოს დაფარება. ამ დროისთვის მოამზადეთ შიგთავსი მომავალი კულინარიული შედევრისთვის.


ცომი გამოდის ნაზი, რბილი და მომყოლი, მასთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.