» » » ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი უკვე ამ პროცედურას მიმართავენ - თუ ფილერის გამოყენებას ერიდებით...

ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი უკვე ამ პროცედურას მიმართავენ - თუ ფილერის გამოყენებას ერიდებით...

თანამედროვე კოსმეტოლოგია ახალგაზრდობის გახანგრძლივებისა და სახის იდეალური ნაკვთების მიღების საშუალებას გვაძლევს ქირურგიული ჩარევის გარეშე. თუმცა, ვერავინ გაგვცემს ერთმნიშვნელოვან პასუხს, თუ როგორ მოქმედებს ფილერები და მსგავსი პრეპარატები ჩვენს ორგანიზმზე.

ამასთან, ხშირად, სილამაზის დევნაში ქალი კარგავს ზომიერების შეგრძნებას და ემსგავსება იაფფასიან პლასტმასის თოჯინას. თუმცა, საბედნიეროდ, მოდაში ისევ დაბრუნდა ბუნებრივი სილამაზე და ინდივიდუალურობა.


ყველა ქალს უნდა, ახალგაზრდა და მიმზიდველი იყოს: ნაოჭების, ჩამოწელილი კანის, გადღვებილი ოვალის გარეშე.. ამის მიღწევა შესაძლებელია ნემსების ჩხვლეტის - აღმოსავლური მედიცინის უძველესი მეთოდის გამოყენებით.

რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რატომ იყენებენ ოკეანისმიღმა ვარსკვლავები სახის აკუპუნქტურას.


როგორ გავიქროთ ნაოჭები სახეზე
სილამაზის ინდუსტრიას ახლა ბუნებრიობა მართავს - იგივე შეიძლება ითქვას მაკიაჟისა და თავის მოვლის საშუალებებზეც. ამიტომ გახდა ბებიას რეცეპტები ახლა ასე მოთხოვნადი.

კოსმეტიკური აკუპუნქტურა, ბოლო დროს, ხშირად გამოიყენება ინექციის ნაცვლად. ეს შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვინც გონებას არ კარგავს ნემსის დანახვის დროს, თუმცა არც ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერებების შემყვანის მომხრეა. მაგალითად, ამ პროცედურას მიმართავს გვინეთ პელტროუც.


ძალიან წვრილი ნემსები უმტკივნეულოდ შეიყვანება კანის კონკრეტულ წერტილებში, სადაც ისინი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. ჩვეულებრივ, სეანსის დროს 20-25 ნემსს იყენებენ - ქალი ასე 45 წუთის მანძილზე ჩერდება. შედეგი: უჯრედების განახლებისა და კოლაგენის გამომუშავების პროცესი აქტიურდება. ამრიგად, თქვენ წყვეტთ ნაოჭების პრობლემას შიგნიდან და არა ზედაპირულად.


აკუპუნქტურის კურსი ეხება ადამიანის ჯანმრთელობისა და სილამაზის უამრავ ასპექტს. კორეელი მეცნიერების დასკვნით, აკუპუნქტურას შეუძლია პოსტაკნესა და შრამების შემცირებაც. ეს პროცედურა აუმჯობესებს კუნთოვან ტონუსს, გაშორებთ ღაბაბს, გამოყოფს ყვრიმალებს, ამცირებს წვრილ ნაოჭებს.
ასევე, პროცედურა დადებითად მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე - ჰორმონალური ბალანსის მიღწევით კანის უამრავი პრობლემა დამოუკიდებლად გადაწყდება.


ხანდახან, აკუპუნქტურის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს პატარა სილურჯეები, თუ კაპილარები კანის ზედაპირთან ახლოსაა განლაგებული, თუმცა ისინი მეორე დღესვე ქრება, რამაც არ უნდა შეგაშინოთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.