აზიელებზე უკეთ ვინ იცის ახალგაზრდობის გახანგრძლივების საიდუმლო? სახის ლიფტინგი საშინაო პირობებში მამადა იოშიკოსგან გაგაოცებთ სიმარტივითა და ეფექტურობით, გარდასახავს ქალბატონებს რადიკალურად. სხვათაშორის, მოცემული მეთოდიკის ავტორი 45 წლისაა, სამაგიეროდ, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.
სავარჯიშო, რომელსაც დღეს რჩევების რედაქცია გთავაზობთ, ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურების მსგავსად მუშაობს. საფეთქლების წამოწევა გეხმარებათ სახის ოვალის გასწორებაში, ჭიმავს მის კონტურებს, ცხვირ-ტუჩის ნაოჭებს ფარავს და გაშორებთ ღაბაბს. ეს სავარჯიშო კარგია მათთვისაც, ვისაც ნაოჭების გაჩენის შეჩერება სურს და მათთვისაც, ვისაც უკვე აწუხებს ეს ასაკობრივი ცვლილებები.
სახის ლიფტინგი საშინაო პირობებში
მამადა იოშიკო იაპონური ფეისბილდინგის გურუ და უამრავი ისეთი ტექნიკის ავტორია, რომლებიც ებრძვის ასაკობრივ ცვლილებებს ქირურგიული ჩარევისა და ძვირადღირებული ინექციების გარეშე. გჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე თავისუფალი წუთი დღეში და სურვილი, გახდეთ უფრო ლამაზი.
სავარჯიშო "საფეთქლების წამოწევა" ამუშავებს კუნთების უმრავლესობას, თუმცა, მთავარია საფეთქლის კუნთი, რომელიც, ტონუსის არარსებობის შემთხვევაში, სახის ზედა ნაწილის კონტურზე უარყოფითად მოქმედებს. ეს მარტივი ტექნიკა ანალოგიურია ტაკაცუ ფუმიკუს სავარჯიშოსი, თუმცა მამადამ ეს პრაქტიკა სახის იოგით გაამდიდრა სუნთქვითი სავარჯიშოების დამატებით.
საფეთქლების წამოწევა
ნაბიჯი #1
დადექით სარკის წინ. მარჯვენა ხელი მოათავსეთ მარცხენა საფეთქელზე ისე, რომ თითებმა თვალის გარე კუთხე წამოწიოს. ოდნავ მიაჭირეთ და წამოწიეთ კანი ზემოთ. თავი არ უნდა გადახაროთ ამ დროს.
ნაბიჯი #2
ამ მდგომარეობაში ნელა გადახარეთ თავი მარჯვნივ, კისერი დაჭიმეთ. მხრები ადგილზე უნდა დატოვოთ.
ნაბიჯი #3
ამ მდგომარეობაშივე გამოწიეთ ენა თავის დახრის მხარეს. ამავდროულად ამოისუნთქეთ და წარმოთქვით "ხა", შეისუნთქეთ ცხვირით. შეასრულეთ კიდევ 4-5 სუნთქვითი ციკლი, განაგრძეთ ენის გამოყოფა.
ნაბიჯი #4
დააბრუნეთ ენა თავის ადგილას, მოადუნეთ კუნთები და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ იგივე მანიპულაციები მეორე მხარეს.
სახის წამოწევა კოსმეტოლოგიური პროცედურების გარეშე ნამდვილი მონაპოვარია ნებისმიერი ასაკისა და ნაკლის ქალბატონისთვის. შეასრულეთ ასეთი მარტივი სავარჯიშო ყოველდღე და შედეგი, მალევე, სასიამოვნოდ გაგაოცებთ. კანი წამოიწევა, საფეთქლების მონაკვეთი დაგლუვდება, მცირე ნაოჭები შუბლზე ჩალაგდება, გამოხედვა კი მკვეთრი და მიმზიდველი გახდება.