» » » გააღვიძეთ უმოქმედო კუნთები - სავარჯიშოები ტუჩის მიდამოს წამოსაწევად

გააღვიძეთ უმოქმედო კუნთები - სავარჯიშოები ტუჩის მიდამოს წამოსაწევად

ახლა აქა-იქ საუბრობენ უცნობ ფეისფიტნესზე - მარტივ ტანვარჯიშზე სახისთვის, რომელსაც ოვალის კორექტირება და ნაოჭების მოშორება ძვირადღირებული ოპერაციების გარეშე შეუძლია. ამ მოდური მიმართულების ტრენერები ამტკიცებენ, რომ დღეში 15 წუთი სავსებით საკმარისია, რათა 2 თვეში სახე 10 წლით გაახალგაზრდავდეს.



Rchevebi.com-ის რედაქცია დაჟინებით გირჩევთ ამ სასწაულმოქმედი სავარჯიშოების გამოცდას. სავარჯიშო მხოლოდ ოთხია, მათი შესრულება კი დიდ დროს არ წაგართმევთ. მთავარი ისაა, რომ შედეგი გაგაოცებთ! კანი დაიჭიმება, ნაოჭები შეამჩნევად ჩალაგდება, სახის ოვალი კი მკვეთრი და მიმზიდველი გახდება.

სახის ოვალის კორექცია
  1. სავარჯიშო "ჩამჩა"
    ასეთი სავარჯიშოს შესრულება ყოველდღიურად შეგიძლიათ! იგი იდეალურად ებრძვის სახის ასიმეტრიას, აოკრექტირებს ოვალს, მომთმენი და ხანგრძლივი გამეორების შემთხვევაში კი ზოგიერთ დეფექტსაც კი გაასწორებს. მჭიდროთ მიიდეთ ხელისგულები ლოყებზე, გეჭიროთ ქვედა ყბის სახსარი. ნელ-ნელა ჩამოწიეთ ყბა ქვემოთ, ვერტიკალურ მდგომარეობაში.

    შემდეგ ასევე ნელა დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში, თითქოს ჩამჩიდან წყლის გადაღვრისა გეშინიათ. ნაზად მიაჭირეთ ხელებით, გაასწორეთ ყბის მოძრაობა, არ მისცეთ იქეთ-აქეთ გასვლის საშუალება. თქვენი დავალებაა, მიაღწიოთ ყბის მსუბუქ და სწორ მოძრაობას მკაცრი ვერტიკალური ზოლით. შეასრულეთ 4-5 ნელი მოძრაობა.



  2. სავარჯიშო "საცობი"
    ეს სავარჯიშო საგრძნობლად არბილებს და აკორექტირებს სახის ოვალს, გეხმარებათ დაძაბული საღეჭი კუნთების მოდუნებაში, აუმჯობესებს საფეთქლის-ქვედა ყბის სახსრებს და შესამჩნევად ალაგებს ნაოჭბს ტუჩის ირგვლივ. სავარჯიშოს შესასრულებლად დაგჭირდებათ ღვინის საცობი. ხერხემალი სწორია, თავის ქალის შემაერთებელი კუნთები უკან და ზემოთაა აწეული.

    დაჯექით ან დადექით, მოათავსეთ საცობი კბილებს შორის და დააფიქსირეთ მისი ადგილი. მშვიდად უყურეთ საკუთარ თავს სარკეში 30 წამის მანძილზე, ნელ-ნელა გაზარდეთ სავარჯიშოს ხანგრძლივობა 60-90 წამამდე. ფრთხილად მოიშორეთ საცობი ყბიდან და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. შეასრულეთ ეს სავარჯიშო კვირაში 3-4ჯერ.

    არ შეურიოთ მსგავსი სავარჯიშო სხვა საქმიანობას! ნუ დარეცხავთ ჭურჭელს ან ნუ დაიწყებთ მოგვას მისი შესრულებისას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგიუარესდებათ ნაოჭები. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ სავარჯიშოს შესრულებისას სახის კუნთები მოდუნებული უნდა იყოს.



  3. საღეჭი კუნთების მოდუნება
    ეს სავარჯიშო არამხოლოდ სახის ოვალის კორექტირებისთვის, არამედ კუნთების დასვენებისა და რელაქსაციისთვისაც გამოგადგებათ. გახსენით პირი ფართოდ, ტუჩები გამოწიეთ, თითქოს "ო"-ს თქმას ცდილობთ. ხელის გულებით ნელა დაიზილეთ საღეჭი კუნთები ყვრიმალებიდან ყბის ქვედა ნაწილისკენ. შეასრულეთ 6-7 მოძრაობა ხელით, ორივე მიმართულებით.



  4. თავის ბრუნვა
    საცობში გაიჭედეთ?ეს ტელეფონში ჩახედვის საბაბი არაა(ასე ახალი ნაოჭები გაგიჩნდებათ ყელზე), უმჯობესია, მიაქციეთ ყურადღება საკუთარ თავს! დაჯექით სწორად, შეაბრუნეთ თავი მარჯვნიც, მარცხნივ.. ეცადეთ, მხრებს დახედოთ. შეასრულეთ 10 გამეორება ორივე მხარეს.


შემდეგ დაიწყეთ თავის გადახრა ორივე მხარეს 10-10ჯერ.



ბოლო ეტაპია ლავიწების წამოწევა და, ამავდროულად, მხრების ძირს დაშვება(თითქოს მხრებით უჭერთ). შეასრულეთ ამ სავარჯიშოების კომპლექსი ყოველდღე და მოიმკით კისრის ნაოჭების შემცირებას, ხელს შეუშლით ღაბაბის გაჩენას და დაგეხმარებათ სახის ლამაზი ოვალის ფორმირებაში.



ასეთი მარტივი ფეისბილდინგი საშინაო პირობებში საუკეთესოდ გეხმარებათ სახის ოვალის ფორმირებაში, ჯამში კი შგინარჩუნებთ სულიერ და ფიზიკურ ჰარომიას. შეასრულეთ ეს სასიამოვნო სავარჯიშოები ყოველდღე და გახდით ლამაზი, ახალგაზრდა და დასვენებული.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.