დრო არავის ინდობს. ორგანიზმის უჯრედების დაბერება იწვევს იმას, რომ სილამაზე კარგავს თვისებებს. და მაშინ, ახალგაზრდობისა და სილამაზის სურვილი მხოლოდ მწვავდება. არავის უნდა დაბერება და ასაკთან შერიგება.
დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ ქალბატონის შესახებ, რომელმაც ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა დაბერდეს ღირსეულად. საუბარია ცნობილ იტალიელ მსახიობ მონიკა ბელუჩიზე, რომელიც თავის 54 წლის ასაკში არამხოლოდ პოდიუმზე გამოდის, არამედ არ ერიდება პირად ნაკლოვანებებზე საუბარს.
ბედნიერების ასაკი
როგორია ქალის იდეალური ასაკი? ვიღაც ამბობს, რომ ეს 20 წელია, ვიღაცისთვის ეს 35-ია, ხოლო ზოგისთვის - 45. გასაოცარია, თუმცა არსებობენ გოგონები, რომლებიც 25 წლის ასაკში თავს მოხუცად გრძნობენ. ასე, შეიძლება საქმე ციფრებში კი არა, საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებაშია? იტალიელი კინოდივა მონიკა თვლის, რომ ასაკთან ერთად ქალი სულ უფრო უკეთესი ხდება.
-"არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებ, რომ ისევ 20 წლის ვიყო. დღეს მე გაცილებით ბედნიერი ვარ, ვიდრე ახალგაზრდობაში, როცა მხოლოდ ახლა ვიწყებდი საკუთარი თავის შეცნობას და თავდაუჯერებლობა მაწუხებდა. 54 წლის ასაკში ზუსტად ვიცი, რა მესაჭიროება და რის გარეშე ვერ ვიცოცხლებ."
მონიკა თვლის, რომ თითოეულმა ქალმა, პირველ რიგში, უნდა შეძლოს საკუთარი თავისა და სხეულის შეყვარება, რამდენად დასორებულიც არ უნდა იყოს იგი იდეალურისგან. ნებისმიერი იდეალი ხომ მხოლოდ ვიღაცის აზრია და ქალბატონი ფუმფულა ფორმებით არანაკლებ მიმზიდველია, ვიდრე გამხდარი.
-"20 წლის ასაკში იყო ლამაზი - ეს ნორმაა. თუმცა 35-45 წლის ასაკში სილამაზე - ეს უკვე ცხოვრების წესია." - ამბობს მონიკა ბელუჩი.
თვითონ მსახიობი ჯერ ისევ საზოგადოების საყვარელი ქალბატონია. მას არასდროს მიუმართავს პლასტიკური ქირურგებისთვის, არ იფიტავს თავს დიეტებითა და ვარჯიშით, არამედ უყვარს საკუთარი თავი, ცოტაოდენი სიზარმაცე და რამდენიმე საიდუმლო ეხმარება მას მსგავსი ფორმების შენარჩუნებაში:
მონიკა თვლის, რომ არ უნდა იშიმშილოთ. მისი თქმით, კარგად იცის, რომ გამხდარი ვერასდროს იქნება, უყვარს ჭამა და რაციონის გადახედვა არც შეუძლია და არც სურს. ასევე, მას უყვარს იოგა, თუმცა რეგულარულად ვერ ვარჯიშობს. სამაგიეროდ, ბასეინს კვირაში 3-4ჯერ სტუმრობს.
მონიკას კიდევ ერთი საიდუმლოა წყლის ბალანსი - იგი სვამს დიდი რაოდენობით სუფთა წყალს, რათა ორგანიზმი გაიწმინდოს და აღდგეს. ეს კანს სიელვარეს უნარჩუნებს.
მინიმალური მაკიაჟი მსახიობის დეპოა - იგი მხოლოდ ტონალურსა და წამწამების ტუშს იყენებს. მისი თქმით, კოსმეტიკა კარგია, როცა იგი ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს.