ლამაზი ფრანგი ქალბატონები
მომხიბლავ მსახიობს თავისი საიდუმლოები აქვს. იგი თვლის, რომ ყველა ქალი ლამაზია, განსაკუთრებით, ფრანგები. მათი სილამაზე კი ბუნებრიობაშია.
ტოტუ თვლის, რომ კოსმეტიკა აბერებს, წლიდან წლამდე უარყოფითად მოქმედებს კანის მდგომაეობაზე. როცა საჭიროა, მსახიობი იყენებს პუდრას, ოღონდ უარს ამბობს ტონალურ კრემებზე მძიმე ტექსტურით, რომლებიც ავსებს ფორებს.
ოდრი უარს ამბობს გარეგნულ მანიპულაციებზე: დაწებებული წარბები, მუდმივი ტატუ, ვინირები - ეს ყველაფერი მისთვის ტაბუა. იგი ინარჩუნებს ინდივიდუალურობასა და ორიგინალურობას.
ოდრი ტოტუ თვლის, რომ ქალური სილამაზის მნიშვნელოვანი, თითქმის ძირითადი ნაწილიც კი საკუთარი თავის სიყვარულია.
რასაკვირველია, საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო ქალბატონი არც ისე მიმზიდველად გამოიყურება. მას ცუდი განწყობა აქვს, ჩაკეტილია, არ გამოდის კონტაქტზე, აფრთხობს მათ, რომლებსაც, შესაძლოა, მისი გაღიმება სურდათ.
საჭიროა, მიიღოთ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ობიექტურად უნდა განსაჯოთ თქვენი ნაკლიც და ღირსებაც, რომელიც ან ბუნებამ მოგანიჭათ, ან თვითონ გამოიმუშავეთ.
ქალბატონი, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს, არ ცხოვრობს მუდმივ სტრესში მოდის ბოლო სიახლეების დევნისას, არ ცდილობს ყველაფრის თავზე გამოცდას.
იგი ირჩევს მხოლოდ იმას, რაც სჭირდება და მოსწონს. არ ვარდება დეპრესიაში იმის გამო, რომ თითქოს არ შეესაბამება გავრცელებულ სტანდარტებს თუ სილამაზის თავისებურ აღქმას.
ტოტუსთვის მნიშვნელოვანია, იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით. აბსოლუტურად თანამედროვე ადამიანი არ ზის მუდმივად სოც.ქსელებში. ეს ათავისუფლებს მას იმ გავრცელებული თვისებისგან, შეადაროს საკუთარი თავი ტოპ-მოდელებსა და სილამაზის ეტალონებს, რითიც თავს იმცირებს.
მას რეალური ცხოვრება ურჩევნია ვირტუალურს და თვლის, რომ ინტერნეტზე უარის თქმა მის მიერ მიღებული საუკეთესო გადაწყვეტილებაა თავის განვითარების სასარგებლოდ.
-"მე არ მაქვს Instagram-ი, Twitter. და Facebook-იც კი. მე ვრჩები ჩრდილში, როცა არ მჭირდება ახალი ფილმის პრომო-კამპანიაში მონაწილეობა, ასე, რომ ვერ შეძლებთ ჩემს ნახვას სადმე. არ მეშინია დავიწყების. არ მენატრება ის დრო, როცა ყურადღების ცენტრში ვიყავი. არ მინდა, ვიქცე ბრენდად." - თქვა მსახიობმა ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში.
-"შეიძლება, ეს სხვაგვარად ჟღერდეს, თუმცა, Instagram-ზე არსებული პოსტების 90% თვითრეკლამისთვის იწერება. არ მინდა ამ თამაშებში ჩართვა. უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს მოგზაურობა, ფოტოების გადაღება ან წერა. მე არ ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მხოლოდ წარსულზე ფიქრობს და ამბობს, თუ რამდენად კარგი იყო ადრე. არ მინდა, ბებერ მსახიობად ვიქცე, რომელიც ყველას ახსენებს ყოფილ დიდებას."
ოდრი ტოტუს აზრით, პირადი ცხოვრება პირადად უნდა დარჩეს, შენთვის, არასაქვეყნოდ. მხოლოდ მაშინ იქნებით ბედნიერი.
ახალგაზრდად გამოიყურება ის, ვინც თავს ახალგაზრდად თვლის, ლამაზად კი ის ადამიანი გამოიყურება, რომელიც კმაყოფილია საკუთარი თავით და სწორად ანაწილებს პრიორიტეტებს. ოდრი ტოტუს როლი საკუთარ მაგალითზე დემონსტრირებაა.