» » რა ასაკში და როგორ უნდა გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუთი კვებას

რა ასაკში და როგორ უნდა გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუთი კვებას

ძუძუთი კვება უპირობოდ სასარგებლოა ბავშვისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით: იგი აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს ალერგიისგან, დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. თუმცა, დედებს ადრე თუ გვიან უჩნდებათ კითხვა: რამდენ ხანს უნდა ვკვებო ბავშვი ძუძუთი? არსებობს უამრავი სხვადასხვა მოსაზრება და კვლევა. არსებობენ დედები, რომლებიც შვილებს ძუძუთი 10 წლამდე კვებავენ.



მაგალითად, ბრიტანელი ემი ჰარდკასლი თავის 5 წლის ვაჟს ძუძუთი კვებავს. რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, რატომ მოგვიწოდებს ეს ქალბატონი მიღებულ სტანდარტებზე უარის თქმაზე, ასევე იმის შესახებაც, თუ რამდენ ხანს უნდა კვებოთ შვილი ძუძუთი.

ძუძუთი კვების გადაჩვევა
-"ბავშვი ამისთვის დიდი არ არის?" - ხშირად ესმის ეს ფრაზები 27 წლის ემის. იგი სიამაყით კვებავს თავის 5 წლის ვაჟს ძუძუთი და არ ერიდება ამ პროცესში ფოტოების გადაღება და გავრცელება, ამით ახალგაზრდა დედებს მოუწოდებს, არ მოუსმინონ ხალხის საუბარს.

როცა მისი ვაჟი გაჩნდა, ემის რცხვენოდა სახალხოდ შვილის გამოკვება და 6 თვის ასაკში უნდოდა კიდევაც, გადაეჩვია, თუმცა იგი შეუერთდა ძუძუთი კვების მომხრეების ჯგუფს და გაიგო, რამდენად სასარგებლოა ეს პროცესი ბავშვისთვის.
რა ასაკში და როგორ უნდა გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუთი კვებას

გოგონა აპირებს, ძუძუთი მანამ კვებოს შვილი, სანამ თვითონ არ იტყვის უარს ამაზე: "მე ვცდილობ შემდეგი რამის ახსნას: თუ რაღაც კულტურულ ნორმად ითვლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწორია. ასეთ კვებას განსაკუთრებული აზრი აქვს, სანამ სხეული რძეს წარმოქმნის იმისთვის, რომ ჩემი შვილი დაანაყროს, მე ვაპირებ, შევწყვიტო ეს პროცესი მაშინ, როცა ჩემი შვილი იტყვის უარს და ჩემთვის ეს პრობლემა ნამდვილად არ არის."


მისი მიზანია, გააგებინოს სხვა ქალბატონებსაც ის, რომ ნორმალურია მოზარდი ბავშვების კვება ძუძუთი. აღვნიშნავთ, რომ ამ პოზიციის მქონე ქალბატონთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. 36 წლის მიირა დოუსონს სურს, თავისი ქალიშვილი კვებოს 10 წლამდე, ასევე, მას ჰყავს უმცროსი ვაჟი, რომლის გამოკვებასაც უფრო დიდხანს გეგმავს. იგი დარწმუნებულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება დადებითად მოქმედებს არამხოლოდ იმუნიტეტზე, არამედ ინტელექტზეც.

კიდევ ერთი მაგალითია ადელ და მეტა ალენების ოჯახი. მშობლები ამტკიცებენ, რომ მათი ბავშვები არასდროს ყოფილან ექიმთან. ისინი, ასევე, არ დადიან სკოლაში, რადგან დედ-მამა სახლში ამჯობინებს მათ განათლებას. მათი უფროსი ვაჟი 6 წლისაა, თუმცა ეს ხელს არ უშლის დედის რძით ტკბობაში. ბავშვის დედა დარწმუნებულია, რომ ბავშვმა თავად უნდა თქვას რძეზე უარი.



ლონდონელი დენის სამპტორი თავის ქალიშვილს უკვე 7 წელია, რაც ძუძუთი კვებავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტებს დედების ასეთი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ძუძუთი კვების ოპტიმალური დროა 1.5-2 წელი. ექსპერტები გვირჩევენ, ბავშვი აუცილებლად ვკვებოთ ძუძუთი სიცოცხლის პირველი 6 თვის მანძილზე. შემდეგ, შერეული კვება უნდა გაგრძელდეს 12 თვემდე. თუმცა, ძუძუს რძეზე უარის თქმა უფრო გვიან ან ადრე დამოკიდებულია დედისა და შვილის ფიზიოლოგიურ თავისებურებაზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.