» » » ავოკადოს ზეთი დაღლილ და მოშვებულ გარეგნობას პეწსა და ბრწყინვალებას მატებს

ავოკადოს ზეთი დაღლილ და მოშვებულ გარეგნობას პეწსა და ბრწყინვალებას მატებს

ავოკადოში უხვადაა ვიტამინები, მინერალები, ჯანსაღი ცხიმები,ლეციტინი და ფიტოსტეროლები (მცენარეული ჰორმონები). ყველა მათგანი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. ავოკადოს ზეთი კანის ძლიერი დამატენიანებელი და აღმდგენია. მიირთმევთ თუ ზედაპირულად გამოიყენებთ, ავოკადო კარგი მკვებავია და დაავადებებისა და კანის ნაადრევად დაბრების გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს ებრძვის.

ნაყოფის ზეთი

ეს მუქი მწვანე ფერის ზეთი ავოკადოს ნაყოფის რბილობისგან მიიღება. ავოკადოს ზეთი ძალიან ნაზია, ამიტომ შეინახეთ გრილ ადგილას, მუქ ბოთლში. სასურველია გამოყენებამდე სხვა ზეთთან გააზავოთ (10 %).

ნაყოფი

ავოკადოში უხვადაა როგორც A, B1, B2, D და E ვიტამინები, აგრეთვე პანტოთენის მჟავა, ცილა, ლეციტინი, ცხიმოვანი მჟავები და განსაკუთრებით, ანტიოქსიდანტები.

მიირთვი და გალამაზდი
ავოკადო. ავოკადო ბიოტინის წყაროა. ამ უკანასკნელის დეფიციტი კანს აშორებს და თმასა და ფრჩხილებს მყიფესა და მსხვრევადს ხდის. ნაყოფში უხვადაა საკვები ნივთიერებები. იგი ებრძვის დაავადებებისა და კანის ნაადრევად დაბერების გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს.

ზეთი. კანის ორი დამცავი ანტიოქსიდანტის - ლიკოპენისა და ბეტაკაროტინის ათვისების გასაუმჯობესებლად სალათას მოასხით ავოკადოს ზეთი და მიირთვით. ეს 200-400 პროცენტით გაზრდის მათ ათვისებას.

სასარგებლო თვისებები:

აძლიერებს კანსა და თმას.
ავოკადოს ზეთი დამსკდარ კანს ატენიანებს და კანის უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს. მასში მაღალი ცხიმოვანი მჟავების არსებობა ნიშნავს, რომ ავოკადო კარგია ფეხზე, მუხლებსა და იდაყვზე გაუხეშებული კანის მოსაცილებლად. აღადგენს თმის საშრობისგან, მზისგან ან ამინდისგან დაზიანებულ თმას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალიან დაზიანებულ კანზე, ოღონდ მცირე ფართობზე, ყოველდღიური მოხმარებისთვის მოამზადეთ რომელიმე უფრო ღია ფერის ზეთსა და ავოკადოს ზეთის 10-25 პროცენტიანი ნარევი. სახის მკვებავი და დამამშვიდებელი ნიღბის მოსამზადებლად ნედლი ავოკადო დასრისეთ და მიღებული მასა სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს კანს ჯანსაღ იერს მისცემს. სასარგებლოა ყველა ტიპის კანისთვის.

აღადგენს და იცავს კანს.
რეგულარულად გამოყენებისას ავოკადოს ზეთი ებრძვის სტრიებს. აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ ნოტიო ხელი დაისველეთ ზეთში და ტანზე წაისვით.

ებრძვის დაბერების ნიშნებს.
ავოკადოს ზეთი დაღლილ და მოშვებულ იერს ბრწყინვალებას მატებს. ცხიმოვანი მჟავები და ფიტოსტეროლები (მცენარეული ჰორმონი) მობერებულ კანს ავსებს და სიცოცხლეს სძენს.

იცავს მზისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ავოკადოს ზეთს მზის დამცავად გამოყენება შეუძლებელია, მზეზე ყოფნისას იგი აძლიერებს კანისა და თმის დაცვას. ზეთი აგრეთვე შველის მზით დამწვრობით გამოწვეულ ტკივილს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.