თხის ქონი
ესაა გადამდნარი შინაგანი თხის ქონი. ასევე, თხის ქონი მიიღება თხის რძისგანაც. ნებისმიერ შემთხვევაში, პროდუქტი გაჯერებულია სასარგებლო ნივთიერებებით. მის შემადგენლობაშია: პოლიუჯერი ცხიმები, მცირე რაოდენობით ნაჯერი ცხიმები და ცილები.
ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობის წყალობით, თხის ქონს ანთებისსაწინააღმდეგო თვისებაც აქვს. ასევე, იგი შეიცავს ვიტამინებს А, С, D, Е და В ჯგუფს. მის შემადგენლობაში უიშვიათესი В13-იცაა, რომელიც აახალგაზრდავებს კანს.
შეიცავს მინერალ კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, სპილენძსა და მარგანეცს, ასევე, ანტიოქსიდანტებსა და კოენზიმებს. ეს ყველაფერი თხის ქონს უნივერსალურ პროდუქტად აქცევს.
უნდა აღინიშნოს, რომ ქონი ძალიან კალორიულია - 900კკალ 100 გრამზე. ამიტომ იგი ზომაზე მეტი არ უნდა მიიღოთ. თუ მას ზომიერად მიირთმევთ სამკურნალო მიზნებით, ეს ფიგურაზე არანაირად არ აისახება.
თხის ქონის სარგებელი ორგანიზმისთვის
ხალხურ მედიცინაში თხის ქონი გამოიყენება სულ სხვადასხვა მიზნებით. მას იყენებენ სიცხისა და ციებ-ცხელების დროს, ტუბერკულოზის სიმპტომების სამკურნალოდ და სესამსუბუქებლად; გარეგანი გამოყენებით ქონი ებრძვის დამწვრობებს, გაყინვას, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
თხის ქონი შეუცვლელია გაციების დროსაც. მას იყენებენ ხველისა და ბრონქიტის სამკურნალოდ. ასევე, გამოიყენება ბავშვებშიც. ტრადიციული მედიცინის მომხრეებიც კი გვირჩევენ თხის ქონის რაციონში დამატებას პროფილაქტიკური მიზნებით.
თქვენ როგორ და რისთვის იყენებთ თხის ქონს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.