» » » კოსმეტოლოგს წამოცდა: 56 წლის ასაკში არცერთი ნაოჭი, ვიღებთ ყველაზე ჩვეულებრივ ღორის ქონს

კოსმეტოლოგს წამოცდა: 56 წლის ასაკში არცერთი ნაოჭი, ვიღებთ ყველაზე ჩვეულებრივ ღორის ქონს

იმის შესახებ რომ გადამდნარი ქონი ქალური სილამაზის საფუძველია, ყველა კოსმეტოლოგმა არ იცის. ბევრი კოსმეტიკური საშუალება ცხიმის და სამკურნალო ნივთიერების ნარევია. სწორედ ასეთი კომპონენტების მიხედვით, როგორიცაა გლიცერინი, მცენარეული ზეთი და გადამდნარი ქონი, ვიტამინი с ჩვენ სხეულში ადვილად იწოვება.



ღორის ქონი (სალა)

ღორის პროდუქტი თავად არის სასარგებლო გაჯერებული ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინების და მიკროელემენტების წყარო, რაც კანის მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს. სალის დახმარებით შეიძლება სწრაფად გაასუფთაოთ სახე, მოიშოროთ ანთებითი პროცესები, ასევე აღადგინოთ მშრალი ან მქრქალი კანი. დღეს "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ ორ შესანიშნავ საშუალებას, რომლებიც სალაზე არის დაფუძნებული: გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი "კლეოპატრა" და მკვებავი კრემი. 




ნიღაბი "კლეოპატრა"

მნიშვნელოვანი მომენტი - სახის ნიღბის შემადგენლობაში შედის ვარდის წყალი. თუ ეს პროდუქტი არ გაქვთ, შეგიძლიათ თავად დაამზადოთ, მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ვარდის რამდენიმე ფოთოლი ჩადეთ. მიღებული სითხე მარლაში უნდა გადაწუროთ. 



ასევე აღსანიშნავია, რომ კრემის და ნიღბის მოსამზადებლად ახალი სალა უნდა აიღოთ და არა შებოლილი ან დამარილებული 

ინგრედიენტები:
  • 40 მლ ალოეს წვენი

  • 20 მლ ვარდის წყალი

  • 10 გ თხევადი თაფლი

  • 100 გრ სალა



მომზადება
  1. წყლის ორთქლზე სალა დაადნეთ.



  2. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ვარდის წყალი, ალოეს წვენი და თხევადი თაფლი. შემდეგი ეს კომპონენტებიც წყლის ორთქლზე დაადნეთ. 



  3. თანდათანობით დაუმატეთ სალა თაფლიანი ხსნარით სავსე ჭურჭელს.




როცა კოსმეტიკური საშუალება გაცივდება, წაისვით ნიღაბი კარგად გაწმენდილ სახესა და ყელზე. წასმის შემდეგ 20 წუთი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლის მონაცვლეობით. მსგავსი ნიღაბი კვირაში 2-ჯერ, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე წაისვით. 


მკვებავი კრემი
ასეთი კრემი რეკომენდებულია მშრალი და კომბინირებული სახის კანისთვის. განსაკუთრებით ცივ პერიოდში.
ინგრედიენტები
  • 1 ს/კ ცაცხვი

  • 1 ს/კ დაჭრილი კამა

  • 1 ჩ/კ დაქუცმაცებული მუხის ქერქი

  • 40 გრ სალა

  • 2 ს/კ მდუღარე წყალი


მომზადება

  1. ცაცხვს, კამას და მუხის ქერქს ცხელი წყალი დაასხით. აცადეთ გაგრილება და გაწურეთ. 



  2. სალა გაადნეთ, შემდეგ პატარა ჭურჭელში 3 ს/კ ხსნარი და ღორის ქონი შეურიეთ. 




მკვებავი კრემი კოსმეტიკური საშუალებებისგან და სიბინძურისგან გაწმენდილ სახეზე წაისვით. 
უკვე 1 თვის შემდეგ თქვენი კანი მადლობას გადაგიხდით! არ დაგავიწყდეთ ნატურალური კოსმეტიკის რეცეპტი მეგობრები გაუზიარეთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.