» » » ხალხური მედიცინის რეცეპტები, რომლებიც გამოცდილია და ეხმარება ჩაზრდილი ფრჩხილის პრობლემისას, ტკივილის მოხსნაში და აჩერებს ანთებით პროცესს.

ხალხური მედიცინის რეცეპტები, რომლებიც გამოცდილია და ეხმარება ჩაზრდილი ფრჩხილის პრობლემისას, ტკივილის მოხსნაში და აჩერებს ანთებით პროცესს.

თითქოს ჩაზრდილი ფრჩხილისგან მხოლოდ დიდი თითი უნდა გტკიოდეს ადამიანს, მაგრამ ამ დროს მთელი ტერფი სტკივა პაციენტს. ეს ტკივილი იმდენად გაუსაძლისია, რომ სხვა ფერაფერზე ვერ ფიქრობს, ერთ წუთს არ მოგასვენებს და არ მოგცემს დავიწყების საშუალებას. თითქოს უმოძრაობაა ხსნა, მაგრამ არაა გამოსავალი. რატომაა ამდენად დამტანჯველი ჩაზრდილი ფრჩხილი, განსაკუთრებით ვიწრო ფეხსაცმელში სასტიკად მტკივნეულია და ადამიანი ხშირად კოჭლობს.
გარშემო რბილ ქსოვილებში ჩაზრდისას, ფრჩხილის გვერდითი კიდეები ისევ აღიზიანებენ ქსოვილს და ანთებითი პროცესი ვითარდება. ეს იწვევს ზედმეტი ქსოვილის წარმოქმნას, რაც თავის მხრივ ზეწოლას აძლიერებს. ამიტომ ჩაზრდას ძლიერი ტკივილი მოყვება.

ხალხური მედიცინის რეცეპტები
  • არსებობს ბევრი ხალხური მედიცინის რეცეპტი, რომლებიც გამოცდილია და ეხმარება ჩაზრდილი ფრჩხილის პრობლემისას, ტკივილის მოხსნაში და აჩერებს ანთებით პროცესს.

  • ვარბილებთ ფრჩხილს კარაქით. ღამით სათითურს ვიცმევთ სადაც მოთავსებულია კარაქი, ზემოდან წინდა. ეს ყოველდღე უნდა იკეთოთ. დილით მოიხსნით კომპრესს, საღამოს ისევ გაიკეთებთ. დაახლოებით 20 დღეში, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ტკივილი ცხრება.

  • როგორც კი ეს მოხდება, ფრჩხილი უნდა ფრთხილად ავწიოთ და მის ქვეშ დავიდოთ ბინტი ან ბამბის ტამპონი. რამდენიმე დღეში ფრჩხილი გამოვა ჩაზრდილი ადგილიდან.

  • ალოეს ფოთოლი. სასარგებლოა დაზიანებულ ადგილას ალოეს ფოთლის დადება. ჯერ ალოეს ფოთოლს აცილებთ ზედა კანს, შემდეგ დაიდებთ მტკივნეულ ადგილას და გადაიხვევთ ბინტით. დილით როდესაც ტკივილი გაგივლით, უნდა შეეცადოთ მოჭრათ ჩაზრდილი ფრჩხილი და ისევ დაიდოთ ალოეს ფოთოლი. ეს უნდა აკეთოთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

  • მრავალძარღვა ბალახი. ჯერ დაირბილეთ ფეხები მარგანცოვკის ხსნარით, შემდეგ აიღეთ მრავალძარღვას ფოთოლი, დაჭყლიტეთ იგი და მიიდეთ თითზე, ზემოდან - კიდევ ერთი მრავალძარღვას ბალახი, შეიხვიეთ ბინტით და ჩაიცვით წინდა.

  • ესეთი საფენი იცვალეთ ყოველდღე და ერთ კვირაში თქვენ ნახავთ, უფრო სწორედ იგრძნობთ შედეგს.

  • თხის (ცხვრის) ქონი. არსებობს მოსაზრება, რომ თხის ქონი კარგად აგვარებს ჩაზრდილი ფრჩხილის პრობლემას. იგი 3-4 დღით უნდა დაიდოთ მტკივნეულ ადგილას.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.