» » » აი რა საშუალებას უწევს რეკომენდაციას ავიცენა თავის ჩანაწერებში, ჩაზრდილი ფრჩხილის პრობლემის დროს.

აი რა საშუალებას უწევს რეკომენდაციას ავიცენა თავის ჩანაწერებში, ჩაზრდილი ფრჩხილის პრობლემის დროს.

რჩევებს, თუ როგორ ვებრძოლოთ ჩაზრდილი ფრჩხილის პრობლემას, თავის ნაშრომებში, იმ დროის დიდებული ექიმი ავიცენა (980 - 1037 წწ ) იძლეოდა. აი რას წერდა იგი.

  • ადგილობრივი სამკურნალო ნივთიერებებიდან, რომლებიც ფრჩხილს ასწორებს იხმარება კირი, დარიშხანი, რისგანაც ფრჩხილი რბილდება, შემდეგ დანის დახმარებით აძლევთ საჭირო ფორმას. კარგი საშუალებაა კვირპროსის ფისი, რომელიც იხმარება როგორც დამარბილებელი საფენი. ეფექტურია ასევე სელის მარცვალი.

  • ფრჩხილის დასარბილებლად კარგია თხის ქონი, რომელსაც რამდენიმე დღით იჩერებთ მტკივნეულ ფრჩხილზე.

  • თუ ფრჩხილის გასწორება არ ხერხდება ან მისი განკურნება, მაშინ იგი მოსაცილებელია. ამისთვის იხვევენ კვიპაროსის ფისით თითს. ფრჩხილის დარბილების შემდეგ ფრჩხილის ფუძეში არჭობენ ნემს და გამოუშვებენ დიდი რაოდენობით სისხლს.
    ამის შემდეგ 24 საათის განმავლობაში ფრჩხილს იხვევენ დანაყილი ნიორით, რასაც 2-ჯერ ცვლიან ახლით. ამ პროცედურის შემდეგ ფრჩხილი თავისით ძვრება.
    ჩაზრდილი ფრჩხილი
  • ფრჩხილის მოსაცილებელ კარგ საშუალებად ითვლება ზეითუნის ზეთი, რომლითაც იხვევენ თითს. მასში ურევენ ცხიმში აზელილ გოგირდს.

  • როდესაც ახალი ფრჩხილი ამოდის ის უნდა დაიცვა გარე ზემოქმედებისგან. ამისთვის სპეციალურად იცმევენ სათითურს, რომელშიც ვერცხლია მოთავსებული და ცოტათი გახსნილი უნდა იყოს და ჰაერი ხვდებოდეს. თითი ესეთ მდგომარეობაში ერთი თვე უნდა იყოს. ამ დროის განმავლობაში კარგი ფრჩხილი ამოდის.

  • ფრჩხილის სიყვითლის დროს, მასზე ისმევენ შაბს ბატის ქონით ან დაქუცმაცებული ინდაუს თესლი არეული ძმარში.

  • ფრჩხილების დაზიანების შემთხვევაში იდებენ მირტის ფოთლებს და ბროწეულის ფოთლებს და შემდეგ დასარბილებელ საშუალებას.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.