როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნებები და მოვამზადოთ ნამდვილად გემრიელი კარტოფილი ოქროსფერი ქერქით, ნაზი და ფხვიერი შიგთავსით? რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ კულინარიულ ხრიკებს გამოცდილი დიასახლისებისგან, რომლებიც კარტოფილს ნამდვილად იდეალურს გახდის.
როგორ მოვამზადოთ შემწვარი კარტოფილი
- კარტოფილის სახეობა
კარტოფილის ყველა სახეობა არაა განკუთვნილი შესაწვავად. სახამებლის დიდი რაოდენობით შემცველი სახეობები მოიტოვეთ პიურესთვის, რადგან შეწვისას იგი ერთმანეთს ეკრობა.
გამოცდილი დიასახლისები გვირჩევენ ყვითელი ან წითელი კანის მქონე კარტოფილის შეწვას. შეარჩიეთ დიდი, სწორი ბოლქვები სქელი კანით. - ტაფა
იდეალური შემწვარი კარტოფილი ნებისმიერ ტაფაზე ვერ მომზადდება. ოპტიმალური ვარიანტია ფოლადის ტაფა - იგი სქელკედლიანია, დიდი ხანი სჭირდება გაცხელებას და სითბოსაც დიდი ხნით ინარჩუნებს.
თანამედროვე ტაფის მოდელებში კარგია ვოკი, რომელსაც ნახევარსფეროს ფორმა აქვს. ასეთი ტაფა სწრაფად ცხელდება, კარგად იწვება დიდი ნაჭრებიც და ზოგავს ზეთს. - დაჭრა
კარტოფილის ნაჭრები ნებისმიერი ფორმის შეიძლება იყოს. მთავარია, ისინი დაახლოებით ერთი ზომისა და ფორმის იყოოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო თხელი ნაჭრები მალე იბრაწება, დიდები კი ვერ ასწრებს შეწვას.
თუ გინდათ ხრაშუნა ქერქის მიღება, მაშინ კარტოფილის დაჭრის შემდეგ გარეცხეთ იგი ცივ წყალში, რათა ჩამორეცხოთ ჭარბი სახამებელი. ამის შემდეგ კარტოფილი ქაღალდის ხელსახოცებზე უნდა გააშროთ. - ზეთი
უხდება ნებისმიერი მცენარეული რაფინირებული ზეთი. იგი იტანს მაღალ ტემპერატურას და არ ცვლის კარტოფილის გემოს. კარტოფილი, შემწვარი ქონზე ან ერბოზე, გამოდის უფრო მსუყე, თუმცა მისი არომატი და გემო იცვლება, რაც ყველას არ მოსწონს.
შეწვამდე ზეთი კარგად გაათბეთ, ხოლო როცა ტაფის თავზე მსუბუქი ბოლი გაჩნდება, ჩაყარეთ კარტოფილი. - შეწვა
როცა ზეთი გაცხელდება, მოუკელით ცეცხლს და დაიწყეთ კარტოფილის შეწვა. მოათავსეთ იგი ტაფაზე სწორ ფენად. არ გაავსოთ ტაფა მთლიანად, შეწვით კარტოფილი რამდენიმე მისვლით, თორემ ბევრი ნაჭერი ერთად კარგად არ შეიწვება.
თავიდან არ მოურიოთ ლებნებს და არ დაახუროთ სახურავი, ასე კარტოფილი დაიორთქლება. შეწვით კარტოფილი ასე 5-7 წუთით, შემდეგ ამოაბრუნეთ ნიჩბით.
შეწვით კიდევ 5 წუთით და ისევ გადააბრუნეთ. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე, სანამ მთელი კარტოფილი ოქროსფერი არ გახდება. შუაში გაჭერით ერთი ნაჭერი - თუ ეს მარტივად შეძელით, ესეიგი კარტოფილი მზადაა. - მარილი
მოაყარეთ მარილი კერძს მომზადებამდე 5-7 წუთით ადრე, რადგან მარილი იზიდავს ტენს. თუ უმ კარტოფილს მოაყრით მარილს, იგი "დასველდება" და ტაფას მიეკრობა.