ერთ-ერთი ასეთი რეცეპტია კარტოფილის მაჭკატი. ამ მაჭკატებში არ არის ხორცი, სამაგიეროდ, არის კარტოფილი, ყველი, ხახვი. რაც ყველაზე მოსახერხებელია - ამ კერძის მომზადება შესაძლებელია მორჩენილი კარტოფილის პიურესგან. თუმცა, იგი ნამდვილად იმსახურებს იმასაც, რომ გათალოთ კარტოფილი და მოხარშოთ მის მოსამზადებლად.
დღეს რჩევების რედაქცია გაგიზიარებთ კარტოფილის მაჭკატების რეცეპტს. იგი შესანიშნავად გამოიყურება მწვანილთან და ბოსტნეულთან ერთად.
ინგრედიენტები
- 6-7 საშუალო ზომის კარტოფილი
- 70 გ მაგარი ყველი
- 1 კვერცხი
- 1 ხახვი
- საფანელი
- მარილი გემოვნებით
- 20 გ კარაქი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება
- დასაწყისისთვის, კარტოფილი უნდა მოხარშოთ მარილიან წყალში. გადაასხით წყალი და აცადეთ გაგრილება.
- გაგრილებული კარტოფილი გაატარეთ ხორცსაკეპში. ყველი დახეხეთ მსხვილად, გარეცხეთ ხახვი, დაჭერით მომცრო კუბებად.
- ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ კარტოფილს. აქვე დაუმატეთ სხვა ინგრედიენტებიც. კარგად მოურიეთ.
- კარტოფილის ცომისგან გამოძერწეთ ფორმები.
- თითოეული ფორმა კარგად ამოავლეთ საფანელში, შემდეგ კი გააკეთეთ მათზე ღრმა ნაპრალები (ბადის მსგავსად).
- დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე და გააცხელეთ მცენარეული ზეთი. დაუმატეთ ცოტაოდენი კარაქიც.
- გაცხელებულ ტაფაზე დაალაგეთ კარტოფილის მაჭკატები, შეწვით ორივე მხრიდან ოქროს ფერის მიღებამდე.
- სულ ეს იყო. კარტოფილის მაჭკატები მზადაა, გემრიელად მიირთვით!