» » » ბოშური რეცეპტი: ასე მომზადებული კარტოფილი არასდროს გაგისინჯავთ!

ბოშური რეცეპტი: ასე მომზადებული კარტოფილი არასდროს გაგისინჯავთ!

კარტოფილისგან რამდენი კერძის მომზადება შეგიძლიათ? არსებობს უამრავი რეცეპტი და, თითქოს, ამ ბანალური ბოსტნეულით ისეთს ვეღარაფერს მოამზადებთ, რომ ვინმე გააოცოთ. თუმცა, რაღაც მანქანებით, ასეთი რეცეპტები სულ უფრო იმატებს, დღეს ჩვენ კიდევ ერთი შევარჩიეთ.



რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ კარტოფილის რეცეპტს, რომელიც ერთმა ნაცნობმა ბოშამ გვასწავლა.

კარტოფილი ხახვით
ინგრედიენტები
  • 700 გ კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 სტაფილო
  • 0.5 ჩ.კ. შავი დაფქული წიწაკა
  • 1 ჩ.კ. წითელი დაფქული წიწაკა
  • 1 ჩ.კ. ძმარი
  • 50 გ სოიოს სოუსი
  • 50 გ მცენარეული ზეთი
  • 20 გ მწვანილი
მომზადება
  1. ჯერ უნდა მოამზადოთ ყველა ინგრედიენტი, შემდეგ კი შეუდგეთ კერძის მომზადებას, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა გააკეთოთ. ჯერ დაჭერით წიწაკა წვრილად, შემდეგ დახეხეთ სტაფილო სპეციალურ სახეხზე, რათა გრძელი ნაჭრები მიიღოთ. ხახვი დაჭერით რგოლებად.


  2. ახლა გააცხელეთ ტაფა ზეთით და ჩაყარეთ ხახვი. დიდხანს ნუ შეწვავთ, საკმარისია 2 წუთი. შემდეგ დაუმატეთ სტაფილო და კიდევ 2-3 წუთით გააჩერეთ.


  3. როცა სტაფილო ოდნავ გამუქდება, დაუმატეთ დახეხილი კარტოფილი. შეწვით 5 წუთით, მუდმივად ურიეთ. როცა კარტოფილი მზად იქნება, დაუმატეთ დაჭრილი წიწაკა. მოურიეთ და შეწვით კიდევ 2 წუთით. ახლა დროა სანელებლების დამატება. სოიოს სოუსი შეურიეთ ძმარს და დაასხით კარტოფილს, შემდეგ დაუმატეთ წიწაკა და კარგად მოურიეთ.


  4. კარტოფილი თითქმის მზადაა, დაახურეტ ტაფას თავსახური და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთით. ამის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ. გემოსთვის დაამატეთ საყვარელი მწვანილი.

აი, ასეთი მარტივი რეცეპტით მზადდება კარტოფილის უგემრიელესი კერძი. ჩვეულებრივი შემწვარი კარტოფილის არაჩვეულებრივი ალტერნატივა!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.