» » » კარტოფილი ცელოფანში ახალი რეცეპტით: სუფრაზე დღესასწაულის შეგრძნება დაგეუფლებათ

კარტოფილი ცელოფანში ახალი რეცეპტით: სუფრაზე დღესასწაულის შეგრძნება დაგეუფლებათ

პიურე, შემწვარი, მოთუშული.. კარტოფილის მომზადების ყველა ეს მეთოდი ძალიან გვიყვარს, მაგრამ, ცოტა არ იყოს, მოგვწყინდა.. რა გავაკეთოთ, თუ კარტოფილის მომზადება უჩვეულოდ გვინდა ისე, რომ ბევრი არ ვიწვალოთ.



იდეალური იდეა დაკავებული დიასახლისისთვის - კარტოფილის გამოცხობა ნივრით, ცელოფანში. იგი ძალიან გემრიელი გამოდის, თავბრუდამხვევი არომატით, ამასთან, არ მოგიწევთ საცხობის გარეცხვა ან ღუმელში ცხიმის ლაქების ამოწმენდა. მომზადებაც კი ერთი სიამოვნებაა!

ინგრედიენტები
  • 1 კგ კარტოფილი
  • 1 კგ კარტოფილი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ჩ.კ. მდოგვი
  • 0.5 ჩ.კ. მარილი
  • წიწაკა და კარტოფილისთვის სანელებლები გემოვნებით
  • ცელოფანი საცხობად
მომზადება
  1. გარეცხეთ და გათალეთ კარტოფილო. თუ ახალი კარტოფილი გაქვთ, გამოაცხვეთ კანიანად. დიდი კარტოფილები დაჭერით ოთხ ნაწილად.


  2. დახვრიტეთ კარტოფილები ხის ჩხირით რამოდენიმე ადგილას.
  3. დააქუცმაცეთ მწვანილი, დაჭყლიტეთ ნიორი.


  4. ცალკე თასში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ნიორი, მწვანილი, მდოგვი, კარტოფილის სანელებელი, მარილი და წიწაკა.
  5. დაუმატეთ ამ მასას კარტოფილი და კარგად მოურიეთ.


  6. გახვრიტეთ ცელოფანი რამდენიმე ადგილას და ჩაყარეთ მასში მომზადებული მასა.


  7. ნაკერით ზემოთ დადეთ ცელოფანი საცხობზე, აცხვეთ 180-200 გრადუსზე 40-60 წუთის მანძილზე.
  8. შებრაწული კანის მისაღწევად, მომზადებამდე 10 წუთით ადრე გაჭერით ცელოფანი და დააყენეთ გრილის რეჟიმი.
  9. ცელოფანში გამომცხვარი კარტოფილი ხმატუნა, კარგად გაჯერებული არომატული კერძი გამოვა.

დროა, ყველას მოუხმოთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.