სალათა "საყვარელი ქმარი"
ინგრედიენტები
- 300 გრ შებოლილი ქათმის მკერდი
- 300 გრ ქამა სოკო
- 4 კვერცხი
- 100 გრ ხახვი
- 2 მყარი ყველი
- 120 გრ პომიდორი
- 100 გრ მაიონეზი
- 2 კბილი ნიორი
მომზადება
- ქამა სოკო თხლად დაჭერით. დაყარეთ ტაფაზე და 10 წუთი ზეთის გარეშე მოთუშეთ. სოკო ჯერ წვენს გამოუშვებს, მაგრამ 10 წუთში ის აორთქლდება.
- მარილი და პილპილი მოაყარეთ, მცენარეული ზეთი დაასხით.
- ხახვი წვრილად დაჭერით და სოკოს დაუმატეთ. აურიეთ და კიდევ 10 წუთი ცეცხლზე დატოვეთ. ამის შემდეგ სოკო ხახვით თეფშზე გადმოიტანეთ, რომ გაგრილდეს.
- შებოლილი ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად. კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ და გახეხეთ.
- მყარ ყველს სანამ გახეხავთ, 40 წუთით საყინულეში შედგით. ამის შემდეგ უფრო ადვილად შეძლებთ გახეხვას.
- ჭურჭელში ყველი და კვერცხი აურიეთ. მაიონეზი და დაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
- დროა სალათი შეაგროვოთ. დააწყვეთ ფენებად. სოკო, ნახევარი კვერცხი-ყველის ნარევი, ქათმის ფილე, დარჩენილი კვერცხის და ყველის ნარევი. სალათი 1 საათით მაცივარში გააჩერეთ, რომ გემო კარგად გაჯდეს.
- პომიდორი მცირე ნაჭრებად დაჭერით. სალათი მაცივრიდან გამოიღეთ და დაჭრილი პომიდვრით გააფორმეთ.
- სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
რედაქციის რჩევა
ქათმის და სოკოს სალათი უფრო სასარგებლო რომ გამოვიდეს, სცადეთ ჩვეულებრივი მაიონეზის ნაცვლად სახლში მომზადებული მაიონეზის გამოყენება. ნატურალური, მავნე დანამატების და კონსერვანტების გარეშე, მაიონეზი სალათს განსაკუთრებულ შარმს აჩუქებს.