» » » საახალწლო სალათები ქათმით: 5 რეცეპტი, რომლებიც ნებისმიერ დღესასწაულზე გამოგადგებათ

საახალწლო სალათები ქათმით: 5 რეცეპტი, რომლებიც ნებისმიერ დღესასწაულზე გამოგადგებათ

ახალი წელი სალათების გარეშე დღესასწაულად არ მიმაჩნია. დიახ, მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს ხორცი, ყველის და ხილის ასორტი, დესერტი, თუმცა, სალათი... სწორედ მის მომზადებაზე ფიქრობენ ყველაზე დიდხანს. ახალი წლის სალათი ქათმით უკვე დიდი ხანია, შეუცვლელ კერძად იქცა, უბრალოდ ერთფეროვნება მოსაბეზრებელია.



ჩვენ ერთბაშად 5 იდეა შევკრიბეთ მათთვის, ვისაც ქათმის ფილეს სხვადასხვა პროდუქტთან შეხამება მოსწონს: ბოსტნეულთან, ხილთან, მწვანილთა და მაიონეზთან. ასეთი კომბინაციები ნებისმიერ დღესასწაულზე მოგცემთ ხელს. ახლა ყოველთვის გექნებათ ახალი, ცივი დასაყოლებელი. მიჰყევით რეცეპტებს საახალწლო სალათების მოსამზადებლად:

ქათამი დაკონსერვებული ლობიოთი


ინგრედიენტები
  • 0.5 კგ ქათმის ფილე
  • 450 გ დაკონსერვებული ლობიო
  • 120 გ ბერძნული კაკალი
  • 2 კბილი ნიორი
  • 100 გ არაჟანი
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
მომზადება
  1. მოხარშეთ ფილე. დაფცქვებით ძალიან წვრილად.
  2. დააქუცმაცეთ კაკალი, დანაყეთ ნიორი.
  3. შეურიეთ ერთმანეთს ყველა პროდუქტი, შეაზავეთ არაჟნით, მარილითა და წიწაკით. მზადაა.
შებოლილი ქათამი პომიდვრით


ინგრედიენტები
  • 200 გ შებოლილი ქათამი
  • 200 გ პომიდორი
  • 200 გ კიტრი
  • 50 გ შინ მომზადებული სუხარები
  • 150 გ მაგარი ყველი
  • 1/2 კონა ოხრახუში
  • მაიონეზი და მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. დაჭერეთ ყველაფერი კუბებად და შეურიეთ სუხარებს.
  2. შეაზავეთ მაიონეზით და მარილით. მირთმევამდე მორთეთ მწვანილით.
ქათამი სოკოთი


ინგრედიენტები
  • 300 გ ქათმის ფილე
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 200 გ შამპინიონები
  • 1 ვაშლი
  • 3 კიტრი
  • 4 კვერცხი
  • 50 გ შინ მომზადებული სუხარები
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 200 გ არაჟანი
მომზადება
  1. მოხარშეთ კვერცხი, ცალკე მოხარშეთ ხორციც.
  2. დაჭერით შამპინიონები თხლად. ბოლომდე შეწვით ზეთზე.
  3. დაჭერით ხორცი, მაგარი ყველი და 2 კიტრი კუბებად. ერთი კიტრი გადადეთ გვერდით მოსართავად.
  4. გათალეთ ვაშლი და გააცალეთ კურკები. დაჭერით კუბებად.
  5. დაჭერით კვერცხიც. ერთი ცალი ცილა დაიტოვეთ მოსართავად.
  6. შეურიეთ დაჭრილი პროდუქტი სუხარებსა და სოკოებს. შეაზავეთ მაიონეზითა და მარილით.
  7. მორთეთ სალათი დახეხილი ცილითა და თხლად დაჭრილი კიტრით.
ქათამი ქლიავით


ინგრედიენტები
  • 200 გ ქათმის ფილე
  • 70 გ ქლიავის ჩირი
  • 1/2 კიტრი
  • 2 კვერცხი
  • 50 გ ბერძნული კაკალი
  • 4 ს.კ. მაიონეზი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
  1. მოხარშეთ კვერცხი და ხორცი. დაასხით ქლიავის ჩირს ცხელი წყალი.
  2. ხორცი, კიტრი და ქლიავი დაჭერით წვრილად.
  3. დააქუცმაცეთ კაკალი, ცალ-ცალკე დახეხეთ კვერცხის ცილა და გული.
  4. დაალაგეთ პროდუქტები ფენებად: ხორცი, მაიონეზის ბადე, ქლიავი და ისევ მაიონეზის ბადე, კაკალი, კვერცხის ცილა, მაიონეზის ბადე და კვერცხის გული.
ქათამი კივით


ინგრედიენტები
  • 300 გ ქათმის ფილე
  • 150 გ მაგარი ყველი
  • 4 კვერცხი
  • 1 სტაფილო
  • 1 კივი
  • 100 გ დაკონსერვებული სიმინდი
  • მაიონეზი და მარილი გემოვნებით
მომზადება
  1. მოხარშეთ ფილე, სტაფილო და კვერცხი ცალ-ცალკე.
  2. მოხარშული ბოსტნეული, კვერცხი და ყველი დახეხეთ.
  3. ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაიწყეთ პროდუქტის ფენებად დალაგება: კვერცხი, მაიონეზის ბადე, ხორცი, მაიონეზი, სტაფილო, ყველი და ისევ მაიონეზი. სიმინდი და კივი გამოიყენეთ მოსართავად.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.