მშობლები თვლიან, რომ ფაფაშია მთელი ძალა. დიეტოლოგები თვლიან მათ დაუსრულებელ სასარგებლო თვისებებს, მარკეტოლოგები წერენ "ყველაზე ჯანსაღი საუზმე" და ფასს აკლებენ...
ჩვეულებრივმა ადამიანმა როგორ უნდა გაუძლოს ცდუნებას და არ დაიწყოს ფაფების შთანთქმა უაზრო რაოდენობით? აქვე ჩნდება უსიამოვნო გვერდითი მოვლენები.
დღეს, რჩევების რედაქცია აღწერს ყველაზე მავნე ფაფებს, მოგიყვებათ, რა შემთხვევაში უნდა თქვათ უარი ასეთ საკვებზე ან როდის უნდა შეამციროთ მათი მოხმარება. დიახ, დიახ, ყველაფერი შეიძლება იყოს მავნე და ეს ხუმრობა არაა!
მავნე ფაფები
როცა ყველა ამტკიცებს ფაფების სარგებლობას, თქვენ კი მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი გეწყებათ, ეჭვი სწორედ ფაფებში გეპარებათ, არა? საქმე გლუტენშია - განსაკუთრებულ ცილაში, რომელიც ზოგიერთ მარცვლოვან მცენარეშია (შვრიაში, ხორბალში, ქერსა და ჭვავში). სწორედ გლუტენის(მას წებოვანასაც უწოდებენ) წყალობით, წყალთან ერთად ფქვილი მკვრივ და ელასტიურ ცომას იქცევა.
ბოლო დროს ამ ცილაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ. საბავშვო კვებაზეც შეგვხვდება ხოლმე წარწერა: "ყურადღება! შეიცავს გლუტენს".
გლუტენი, ცილა ზონულინთან რეაქციაში, ზრდის ნაწლავების გამტარობას, რაც აჩენს ე.წ. ნაწლავურ ხვრელს.
ირღვევა ნაწლავური ბარიერი. იმუნური სისტემა გამოყოფს ანტისხეულებს, იცავს თავს და მთელს ორგანიზმს. ანტისხეულების თავდასხმის ქვეშ, ნაწლავის უჯრედები ანთებას იწყებს და გლუტენის ყოველ ახალ ულუფაზე სიტუაცია უარესდება.
თუ ადამიანთა ზოგიერთ ნაწილში გლუტენი ალერგიას იწვევს, მეორეში იწვევს დაავადების - ცელიაკიის განვითარებას, რომლის დროსაც ხდება ნაწლავების წამწამების ატროფია, რაც საშინლად აისახება საკვებიდან ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ათვისებაზე.
პატარებში ცელიაკია იწვევს არამხოლოდ ყაბზობასა და მუცლის შებერილობას,არამედ განვითარების სერიოზულ შეფერხებასაც. თუ ადრე დაავადება იშვიათად ითვლებოდა, თანამედროვ დიაგნოსტიკის მეთოდების წყალობით გაირკვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ცელიაკია მოსახლეობის 1%-ს მაინც აწუხებს.
ამასთან, ეს დაავადება ბოლომდე არ იკურნება. ნორმალურად არსებობისთვის ადამიანს უწევს გლუტენის გარეშე დიეტის დაცვა. გასაკვირი არაა, რომ ბევრ ქვეყანაში პოპულარული გახდა გლუტენის გარეშე საკვების წარმოება, რომელიც შესაბამისი მარკირებით იყიდება - გადახაზული ხორბლით.
ამიტომაც, შეზღუდეთ ისეთი პროდუქტის მოხმარება, რომელიც მდიდარია გლუტენით: ხორბალი, შვრია, მანი, ჭვავი, ასევე. ყველაფერი, რასაც მათგან აწარმოებენ:პური, ფუნთუშები, მაკარონი. ფაფების მოყვარულებმა ეს პროდუქტი სიმინდით, ბრინჯითა და წიწიბურით უნდა ჩაანაცვლოთ.
ბავშვებს კი, რომლებიც ახლა იწყებენ ფაფების ჭამას, ჯერ უნდა მისცეთ მხოლოდ უგლუტენო პროდუქტი. გლუტენის შემცველობიანი საკვების გასინჯვა არ შეიძლება 6 თვემდე ადრე ასაკში! ისიც, თითო ჩაის კოვზით უნდა აძლიოთ და თან ბავშვის რეაქციას დააკვირდეთ.