» » » შუა ხნის ქალბატონები საუზმობენ და ხდებიან: 15 საუზმე წარმატებული დიეტისთვის

შუა ხნის ქალბატონები საუზმობენ და ხდებიან: 15 საუზმე წარმატებული დიეტისთვის

დღეს თქვენთვის რაღაც განსაკუთრებული მოვამზადეთ! ჩვენი რედაქცია გთავაზობთ წასაუზმებას - ამოვარჩიეთ საუკეთესო, ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ვარიანტები საუზმისა შუა ხნის ქალბატონებისთვის, რომელთა დამსახურებითაც ამ ასაკშიც შეინარჩუნებთ ფიგურას.
ხალხური სიბრძნე ირწმუნება, რომ საუზმე აუცილებელი საკვებია. თუმცა, ყველას არ გამოსდის ამ წესის შესრულება: ვიღაც ძალიან ადრე დგება, ვიღაც მუდმივად აგვიანებს, ვიღაცას უბრალოდ დილით ერთი ლუკმის ჩადებაც არ შეუძლია.


ამავდროულად, დაბალანსებული საუზმე - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ენერგიისა და სასიცოცხლო ძალების შენარჩუნებისთვის. ჯერ კიდევ ძველინდურ ტრაქტატებში წერდნენ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დილაობით "საჭმლის მონელების ცეცხლის დანთება".
დიეტოლოგთა უმეტესობის აზრით, საუზმე ნატურალური და მსუბუქი უნდა იყოს, ამასთან, გაფხიზლებდეთ და გაძლევდეთ მთელი დღის ენერგიას. უნივერსალური საუზმე, რომელიც ყველა ადამიანს მოუხდებოდა, ექიმების აზრით, არ არსებობს. ადამიანებს ხომ საჭმლის მონელების ინდივიდუალური თავისებურებები გვაქვს.


თუმცა, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დღის სწორად დაწყება, იდეალური საუზმის შერჩევით იმ ვარიანტებიდან, რომლებიც რჩევების რედაქციამ მოამზადა.

სასარგებლო საუზმე ყოველდღე
სპეციალისტები გვირჩევენ, საუზმეზე საკვების დღიური ნორმის 25-40% მივირთვათ. ოპტიმალურია ხილი, ბოსტნეული, სრულმარცვლოვანი ფაფები, რძის პროდუქტი, კვერცხი და ხორცის უცხიმო სახეობა. ასევე, ექსპერტები გვირჩევენ უარის თქმას კონსერვირებულ, ცხიმიან და შემწვარ საკვებზე.


სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და გონებრივი სამსახურის თანამშრომლებმა უნდა შეარჩიონ საუზმე, მდიდარი ნახშირწყლებით, რომლებიც გლუკოზის(ტვინის ცხოველქმედების სტიმულატორის) პირდაპირი წყაროა.


ადამიანებს კი, რომლებიც ფიზიკურად შრომობენ, ძალითა და ენერგიით უზრუნველყოფს ცილოვანი საკვები. რძე, კვერცხი, ხორცი - მათ რაციონში აუცილებელი პროდუქტია.


ცელულოზა, რომელსაც სრულმარცვლოვანი ფაფები, პური და პარკოსანი მცენარეები შეიცავს, დაგანაყრებთ დიდი ხნით, ამიტომაც, იგი რეკომენდებულია საუზმის დროს.
უნდა აღინიშნოს, რომ პოპულარული მშრალი საუზმეები პაკეტებში, სამწუხაროდ, არ ითვლება სასარგებლო პროდუქტად გემოს გამაძლიერებლების, საკვები დანამატებისა და შაქრის შემცველობის გამო.
საუზმის საინტერესო თავისებურება: მასზე უარის თქმით წონაში ვერ დაიკლებთ. პირიქით, ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ დილით საკვების მიღებაზე, უნელდებათ მეტაბოლიზმი და წელიწადში 5-6 კგ-ს იმატებენ. საუზმეზე კალორიების არმიღებით, ორგანიზმი გვაიძულებს ღამით შევჭამოთ.


ტოპ-15 ჯანსაღი საუზმე
  1. შინაური გრანოლა
    მზა გრანოლები არაა სასარგებლო თქვენი ორგანიზმისთვის. თუმცა, მათი მომზადება დამოუკიდებლად შეგიძლიათ ნატურალური პროდუქტებით. ამისთვის ჩაალბეთ წყალში ან რძეში შვრიის ფანტელი, როცა გასივდება, დაუმატეთ კენკრა, ხილი, თხილეული და 1 კოვზი თაფლი ან მურაბა.


  2. ავოკადოსა და კვერცხის ტოსტები
    თოთო კვერცხი საუზმისთვის იდეალური კერძია. საკმარისია, დაუმატოთ მას 1 ნაჭერი შავი პური, ავოკადოს პასტა და ფინჯანი არომატული ყავა - საუზმე მზადაა.


  3. ბრინჯის პუდინგი ფისტებით
    ეს საუზმის იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც ჯანმრთელობასა და ფიგურას უფრთხილდება. ფისტები საკმაოდ კალორიული პროდუქტია, თუმცა მათში არსებული ცხიმები მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა, ვიტამინები ხომ საერთოდ..


  4. სტაფილოს ალადები
    სტაფილოს ალადები მსუყე, გემრიელი და სასარგებლოა ჯანმრთელობისა და ფიგურისთვის. ისინი ძალიან უყვართ ბავშვებს, რადგან ტკბილია და ხალისიანი სტაფილოსფერი აქვთ.


  5. წიწიბურის ფაფა რძით
    წიწიბურის ფაფა ერთ-ერთ საუკეთესო დიეტურ პროდუქტად ითვლება. იგი უმკლავდება ჭარბი წონის პრობლემას, წმენდს ორგანიზმს, ავსებს მას სასარგებლო ნივთიერებებით.
    რძე - კალციუმის წყაროა, იგი ძალიან სასარგებლოა ბავშვებისა და შუა ხნის ასაკის ადამიანებისთვის, ვინაიდან აძლიერებს ძვლებს. ამ ორი პროდუქტის შეერთებით, ჩვენ ვიღებთ გემრიელ და სასარგებლო საუზმეს მთელი ოჯახისთვის.


  6. ქათმის ბულიონი ლაფშათი
    ქათმის ბულიონი სტაფილოთი, ნიახურითა და ლაფშათი სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, მდიდარია ცილებითა და ნახშირწყლებით, ამიტომ იგი კარგი დასაწყისია დატვირთული დღისთვის.


  7. ავოკადოს სმუზი
    შესანიშნავი საუზმე მათთვის, ვისი დღეც აქტიურად იწყება. უნივერსალური რეცეპტი: 1/2 ავოკადო, 1/2 ჭიქა მაწონი, 1/2 ჭიქა რძე, 1 ბანანი, მწიკვი ვანილი და ცოტაოდენი ისპანახი.


  8. ბუტერბროდები ხაჭოთა და მწვანილით
    როგორც არ უნდა შეხედოთ, ბუტერბროდები ყველაზე სწრაფი საუზმეა. მათ სასარგებლოდაც აქცევთ, თუ თეთრ პურს შვრიის ან სრულმარცვლოვანი ხორბლის პურით ჩაანაცვლებთ. დაჭერით მწვანილი, შეურიეთ ხაჭოს და წაუსვით მასა პურს, ზემოდან კი დაადეთ მოხარშული ინდაურის ან ქათმის მკერდის ნაჭერი.


  9. ხაჭოსა და გოგრის ნამცხვარი
    მარტივი, გემრიელი და სასარგებლო კერძი, რომლიც მომზადება ღუმელშიც და მულტიფუნქციურ ქვაბშიც შეიძლება.


  10. ლავაში შიგთავსით
    შეახვიეთ ლავაში ნებისმიერი შიგთავსით: ცოტაოდენი ხაჭო და მწვანილი; ბანანი, ქიშმიში და თხილი; მოცარელა ბაზილიკთან ერთად. შეწვით ლავაში მშრალ ტაფაზე ან სავაფლეში.


  11. ომლეტი ავოკადოში
    იმისათვის, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ორმაგი ულუფა მოამზადოთ, გამოაცხვეთ კვერცხი ავოკადოში. ეს კერძი წარმოუდგენლად სასარგებლოა გულისთვის ცილების, ცელულოზისა და პოლიუჯერი ცხიმების შემცველობის წყალობით.


  12. კინოას ფაფა ხილით
    კინოა, ალბათ, ყველაზე ხელმისაწვდომი სუპერსაკვებია. ნასას სპეციალისტებმა ეს პროდუქტი კოსმონავტების რაციონში ჩართეს და ამტკიცებენ, რომ მცენარეულ სამყაროში მას საკვები ნივთიერებების შემცველობით ბადალი არ ჰყავს. შედარებისთვის: კინოა შედგება 14-18% ცილისგან, როცა წიწიბურა მხოლოდ 12%-ს შეიცავს, ბრინჯში კი სულ 7%-ია.


  13. ბერძნული მაწონი შვრიითა და კენკრით
    ყველა მაწონი კალციუმის, კალიუმის, ცილის, თუთიისა და ვიტამინ В6-В12-ის წყაროა. თუ მათ ხილითა და კენკრით მიირთმევთ, იგი გაცილებით გემრიელი და სასარგებლო გახდება.


  14. სენდვიჩები ლორითა და ყველით
    სწრაფი და მსუყე საუზმე, რომლის შიგთავსიც შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ ცვალოთ. შეგიძლიათ მას პომიდორი დაუმატოთ ან ლორის ნაცვლად მწვანილი ჩადოთ.


  15. ბოსტნეულის ომლეტი
    ომლეტი ბოსტნეულით ღუმელში - ეს სწრაფი და სასარგებლო საუზმეა მთელი ოჯახისთვის. ცნობილია, რომ ცხობის პროცესში ვიტამინები და მიკროელემენტები უფრო ნაკლებად იკარგება, ვიდრე ხარშვისა და წვის დროს. გამომცხვარი ომლეტი არ შეიცავს კანცეროგენებს, რომლებიც წვის პროცესში ყალიბდება.

თქვენ რომელ საუზმეს ანიჭებთ უპირატესობას?
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.