მარტივი სალათები კრაბის ჩხირებით
ბევრის აზრით, კრაბის ჩხირები ქიმიაა(და მართლებიც არიან, თუ საუბარია იაფფასიან პროდუქტზე), თუმცა, კარგი კრაბის ჩხირებს ნატურალური თევზის ფარშით აკეთებენ უსაფრთხო ინგრედიენტებით. ხარისხიანი პროდუქტი ნაზი გემოთი გამოირჩება და მარტივ კერძებს ეგზოტიკურად აქცევს.
სალათი კიტრით
ინგრედიენტები
- 2 საშუალო კიტრი
- 3 კვერცხი
- 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
- 240 გ კრაბის ჩხირები
- 0.5 ჭიქა მრგვალი ბრინჯი
- ახალი მწვანილი
- მაიონეზი გემოვნებით
მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში ისე, რომ ერთმანეთს არ მიეკროს. გააგრილეთ, დაუმატეთ სიმინდი, კუბებად დაჭრილი კიტრი, მაგრად მოხარშული კვერცხი და კრაბის ჩხირები. შეურიეთ მწვანილი და მაიონეზი.
ჰაეროვანი სალათი
ინგრედიენტები
- 200 გ პეკინური კომბოსტო ან სალათის ფოთლების მიქსი
- 240 გ კრაბის ჩხირები
- 150 გ მაგარი ყველი
- 2 კიტრი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 4 ს.კ. დაკონსერვებული სიმინდი
- 1 ს.კ. მდოგვი
- 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
- მწვანილი და მარილი გემოვნებით
სალათში გამოიყენეთ კომბოსტოს მხოლოდ რბილი მონაკვეთები. მაგარი ყველი, წიწაკა. ჩხირები და კიტრი დაჭერით თხელ ზოლებად. შეურიეთ ეს ყველაფერი კომბოსტოს ან სალათის ფოთლების მიქსს. დაუმატეთ სიმინდი, მდოგვი, მწვანილი. მოაყარეთ მარილი და შეაზავეთ მცენარეული ზეთით.
სალათი "რაფაელო"
ინგრედიენტები
- 100 გ მაგარი ყველი
- 240 გ კრაბის ჩხირები
- 2 კვერცხი
- 1 კბილი ნიორი
- 100 გ მაიონეზი
კრაბის ჩხირები ოდნავ გაყინეთ საყინულეში. შემდეგ დახეხეთ ყველთან და კვერცხთან ერთად წვრილად. 1/3 ჩხირების მასა მოიტოვეთ მოსართავად, დანარჩენი ინგრედიენტები შეურიეთ მაიონეზსა და ნიორს. გააკეთეთ პატარა ბურთულები, ამოავლეთ კრაბის მასაში. დაალაგეთ თეფშებზე ან ტარტალეტებში.
კრაბის ნიჟარები
ინგრედიენტები
- 10-15 ტარტალეტი
- 240 გ კრაბის ჩხირები
- 150 გ რბილი, ნაღების ყველი
- 100 გ ოდნავ მარილიანი წითელი თევზი
- ზეთისხილი მოსართავად
- 1 კონა კამა
- სანელებლები გემოვნებით
კრაბის ჩხირები და კამა დაჭერით წვრილად, თევზი - უფრო მოზრდილ ნაჭრებად. შეურიეთ ყველსა და სანელებლებს. გაავსეთ ტარტალეტები შიგთავსით და ზემოდან დაადეთ თითო ზეთისხილი. დაახურეთ მეორე ტარტალეტი, რათა მიიღოთ ნიჟარის ფორმები.