რჩევების რედსქცია ამ ახალ წელს გთავაზობთ, გაამრავალფეროვნოთ სადღესასწაულო მენიუ და მოამზადოთ ორი უგემრიელესი სალათი. ერთი აუცილებლად მოეწონებათ ქალბატონებს სიმსუბუქისა და სინაზის გამო, მეორეს ცდუნებას კი ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს. შეინახეთ რეცეპტები.
სალათები ახალი წლის სუფრისთვის
ამ სალათს უკვე რამდენიმე წელია, რაც ვამზადებ. ერთხელ გავსინჯე და მას მერე მის შემცვლელს ვერ ვპოულობ - არც მჭირდება. აბსოლუტურად ახალი, მსუბუქი, შესანიშნავი, იწვევს მოწონებას. ოღონდ გაფრთხილებთ: მოამზადეთ ერთბაშად რამდენიმე ულუფა!
ქათმის სალათი
ინგრედიენტები
- 300 გ მოხარშული ქათმის ფილე
- 2 თავი წითელი ხახვი
- 1 წითელი ტკბილი წიწაკა
- 1 ყვითელი ტკბილი წიწაკა
- 1/2 თავი პეკინური კომბოსტო
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 2 ს.კ. არაჟანი
- 1 ს.კ. მდოგვი
- 1 ჩ.კ. სოიოს სოუსი
- 2 კბილი ნიორი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- დაჭერით ქათამი მოზრდილ კუბებად ან დაფცქვენით ხელით. მოათავსეთ ღრმა თასში.
- წითელი და ყვითელი წიწაკები დაჭერით წვრილად და დაუმატეთ ქათამს.
- დაჭერით ხახვი თხელ რკალებად და დაუმატეთ სხვა ინგრედიენტებს. თუ წითელი ხახვი არ გაქვთ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი ხახვი.
- დააქუცმაცეთ პეკინური კომბოსტო და ჩაყარეთ თასში. შემდეგ ფრთხილად მოურიეთ ინგრედიენტებს შეზავების გარეშე.
- მოამზადეთ საზავებელი: შეურიეთ არაჟანი, მდოგვი, სოიოს სოუსი და ნიორი ცალკე ჭურჭელში. სალატი მოათავსეთ ბრტყელ თეფშზე, მოასხით საზავებელი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი.
სანამ ქალბატონები ამ სალათით ტკბებიან, მამაკაცებისთვისაც მოამზადეთ არანაკლებ სადღესასწაულო სალათი "თოვლის დედოფალი". მსუყე და უჩვეულო სასუსნავი ნამდვილი ღირსშესანიშნაობა იქნება სუფრაზე.
ინგრედიენტები
- 200 გ ლორი
- 250 გ კრაბის ჩხირები
- 2 მდნარი ყველი
- 1 თავი ხახვი
- 6 კვერცხი
- 1 მოტკბო-მომჟავო ვაშლი
- 100 გ მიწისთხილი
- 350 გ მაიონეზი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 2 ს.კ. წყალი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- 2 ს.კ. ძმარი
- დასაწყისისთვის აუცილებელია ხახვის დამწნილება. წვრილად დაჭერით 1 თავი და ჩაყარეთ ღრმა ჭურჭელში. დაუმატეთ შაქარი, წყალი, მარილი და ძმარი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 15-20 წუთით. ამის შემდეგ გადაასხით ზედმეტი წვენი.
- კრაბის ჩხირები დაჭერით წვრილად.
- წვრილად დაჭერით ლორიც.
- მოხარშეთ კვერცხი, გააცალკევეთ გული და ცილა. ცილები დახეხეთ მსხვილად.
- გულები - მაქსიმალურად დააქუცმაცეთ.
- შეურიეთ მაიონეზი ლორს, კრაბის ჩხირებსა და კვერცხის გულს(ცალ-ცალკე ჭურჭელში).
- შეუდექით სალათის გაფორმებას. აიღეთ საცხობი მრგვალი ფორმა და დადგით თეფშზე. სალათის პირველი ფენაა მსხვილად დაფქული მდნარი ყველი. ფენას წაუსვით ცოტაოდენი მაიონეზი.
- კვერცხის გულები მეორე ფენაა.
- მესამე ფენად მოათავსეთ დამწნილებული ხახვი.
- შემდეგ - კრაბის ჩხირები.
- შემდეგი ფენაა ვაშლი. გათალეთ იგი, დახეხეთ მსხვილად და მოათავსეთ კრაბის ჩხირებზე.
- მეექვსე ფენაა - ლორი.
- შემდეგ მიწისთხილის დროა. დააფქვიეთ იგი ბლენდერში და დადეთ მეშვიდე ფენად.
- დახეხილი ცილები გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ მაიონეზი და დადეთ მერვე ფენად.
- დარჩენილი ცილები მოაყარეთ სალათს ზემოდან. თითქმის მზადაა! უბრალოდ აცადეთ სალათს რამდენიმე საათით კარგად გაჯერება. მირთმევამდე მოხსენით საცხობი რგოლი და მორთეთ ეს შედევრი ოხრახუშის ფოთლებით.