დასაყოლებლები ახალი წლისთვის
სტუმრების მოსვლისთვის მე გამოვყოფ 5 საუკეთესო, არაორდინალურ და გემრიელ კერძს. კართან ახალი წელი მოგვადგა, ამიტომაც რჩევების რედაქციის მკითხველებს ვუზიარებ მათ რეცეპტებს.
კრაბის ჩხირები
ინგრედიენტები
- 200 გ კრაბის ჩხირები
- 3-4 კვერცხი
- 100 გ მაგარი ყველი
- 2-3 კბილი ნიორი
- მაიონეზი
- კამა
- მოხარშეთ კვერცხი მაგრად და მოაშორეთ ცილა გულს. მსხვილად დახეხეთ ცილები, გული - წვრილად. არ შეურიოთ ეს ორი ინგრედიენტი.
- დახეხეთ ყველი წვრილად, ნიორი დაჭყლიტეთ.
- წვრილად დაჭერით კამა, მომცრო თასში შეურიეთ ცილა, ყველი, კამა და ნიორი. შეაზავეთ მიღებული მასა მაიონეზით და კარგად მოურიეთ.
- ფრთხილად გახსენით კრაბის ჩხირები და წაუსვით ყველის შიგთავსი. შემდეგ გაახვიეთ ჩხირები რულეტების ფორმით, კომფორტისთვის გაჭერით ჩხირები ორ ნაწილად.
- თითოეულ რულეტს წაუსვით ორივე მხრიდან მაიონეზი და ჩაალბეთ კვერცხის გულში. მორთეთ კერძი მწვანილით.
ინგრედიენტები
- 150 გ მოხარშული ქათმის ფილე
- 150 გ სტაფილო კორეულად
- 300 გ შამპინიონები
- მაიონეზი
- ტარტალეტები
- მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით მომცრო კუბებად.
- გარეცხეთ სოკოები და შეწვით ნელ ცეცხლზე.
- დაჭერით სტაფილო გრძლად და შეურიეთ ფილეს, სოკოსა და მაიონეზს.
- მოათავსეთ მზა შიგთავსები ტარტალეტებში.
ინგრედიენტები
- 500 გ ქათმის ფილე
- 60 გ ფეტა(ყველი)
- 1 ს.კ. ფქვილი
- 300 გ შამპინიონები
- 100 გ მოცარელა
- 4 ს.კ. არაჟანი
- რამდენიმე ღერო ოხრახუში
- 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
- დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით
- გარეცხეთ და გააშრეთ სოკო, ბასრი დანით მოაცალეთ ფეხები. დააფარეთ საცხობ ფორმას პერგამენტი და მოათავსეთ მასზე სოკოები ხვრელით ზემოთ.
- წვრილად დაჭერით და შეწვით ქათმის ფილე მცენარეულ ზეთზე. ტაფაზე დაუმატეთ სოკოს დაჭრილი ფეხები და მოამზადეთ კიდევ 5 წუთის მანძილზე.
- მომცრო ჭურჭელში შეურიეთ ფქვილი და არაჟანი, შემდეგ გადაასხით მიღებული მასა ტაფაში. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. გააგრძელეთ მასის მომზადება 10 წუთის მანძილზე, შემდეგ აიღეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ.
- ამასობაში გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. დახეხეთ ყველი ფეტა წვრილად და დაუმატეთ არაჟნის მასას.
- დესერტის კოვზის დახმარებით ფრთხილად მოათავსეთ შიგთავსი თითოეულ სოკოში. მოაყარეთ სოკოს დახეხილი მოცარელა.
- აცხვეთ 20 წუთის მანძილზე.
ინგრედიენტები
- 500 გ ქათმის ფილე
- 3 კვერცხი
- 100 გ ბოსტნეული გემოვნებით(ბულგარული, პომიდორი, კიტრი)
- 1 ს.კ. მაიონეზი
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
- ჩაჭერით ფილე რამდენიმე ადგილას, შემდეგ კი დაბეგვეთ. შედეგად უნდა მიიღოთ ხორცის თხელი ფენა, რომელიც იდეალურია რულეტის შესახვევად. აუცილებლად შეაზილეთ ხორცს მარილი და წიწაკა.
- მოამზადეთ ომლეტი კვერცხის, მაიონეზისა და ბოსტნეულის გამოყენებით.
- მოათავსეთ ომლეტი ქათმის ფილეზე და შეახვიეთ რულეტი.
- მჭიდროდ გაახვიეთ რულეტი საკვებ ცელოფანში და ჩადეთ მდუღარე წყლით სავსე ქვაბში, აცადეთ მომზადება ძალიან ნელ ცეცხლზე, 40 წუთის მანძილზე.
ინგრედიენტები
- ფშვნადი ტარტალეტები
- 100 გ საშუალო ზომის კრევეტები
- 100 გ მოცარელას ყველი
- 2-3 ს.კ. მაიონეზი
- მარილი
- 1 კბილი ნიორი
- რამდენიმე ფოთოლი მწვანე ხახვი
- მზესუმზირის ზეთი
- შეწვით კრევეტები ზეთზე 3-5 წუთში.
- ბლენდერით ათქვიფეთ მაგარი ყველი, მაიონეზი, ნიორი, მწვანე ხახვი და მარილი.
- მოათავსეთ ყველის შიგთავსი თითოეულ ტარტალეტზე, ზემოდან კი დაადეთ კრევეტები.