» » მაღაზიის პროდუქტის 60% - სიყალბეა! როგორ გავარჩიოთ მათგან ხარისხიანი?

მაღაზიის პროდუქტის 60% - სიყალბეა! როგორ გავარჩიოთ მათგან ხარისხიანი?

ყოველ დღე დავდივართ მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა თუ ბაზარში იმ იმედით, რომ ხარისხიან პროდუქტს შევიძენთ. თუმცა, სამწუხაროდ, დახლზე არსებული პროდუქტის 60% მაინც უხარისხო ფალსიფიკაციაა. არაკეთილმოსურნე მწარმოებლები ყველა ხრიკს მიმართავენ მეტი სარგებლის მისაღებად, ხშირად კი, რა თქმა უნდა, ზარალდება საკვები პროდუქტის ხარისხი. საბოლოო ჯამში, ჩვენს მაგიდაზე ხვდება პროდუქტი, რომელთა მირთმევაც არ შეიძლება.

ხშირად შევხვდებით უხარისხო რძის თუ ხორცის პროდუქტს. ყველაზე ხშირი მაქინაციაა - მცენარეული ცხიმების(პალმის ზეთის) დამატება, ხორცის ერთი სახეობის ჩანაცვლება მეორე, უფრო იაფით, კონსერვანტებისა და საფუარების დამატება. ასეთი პროდუქტის ერთხელ მიღებით, რა თქმა უნდა, არ მოიწამლებით, თუმცა ეს მავნე ნივთიერბები ორგანიზმში მუდმივი მოხმარების შემთხვევაში გროვდება.



ასეთი სიყალბის მსხვერპლი ხდებიან ბავშვები, რადგან მათ შესაძლოა ალერგიული რეაქცია ჰქონდეთ ერთ-ერთ ინგრედიენტზე, რომელიც შეფუთვაზე მითითებულიც კი არაა. შევთანხმდეთ, რომ ეს ძალიან სახიფათოა. რჩევების რედაქციამ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გასწავლოთ, თუ როგორ უნდა გაარჩიოთ ნამდვილი პროდუქტი ყალბისგან.

ხარისხიანი პროდუქტი
  1. ხორცი
    მაქსიმალური შემოსავლის მისაღებად, ხორცის მწარმოებლები ხორცის წებოს იყენებენ. ეს ღორის ან საქონლის ტრომბინია, რომლის წყალობითაც მწარმოებლები აწებებენ ხორცპროდუქტების ნარჩენებსა და პატარა ნაჭრებს. ხორცის მთელი ნაჭერი ხომ გაცილებით ძვირი ეღირება. აი ამით ხარისხს კი ნამდვილად ადგება ზიანი.
    მიკრობიოლოგები აცხადებენ, რომ ასეთი ხორცი ცუდად ექვემდებარება თბოდამუშავებას, რადგან შიგნით რჩება ის ნაწილაკები, რომლებიც აქამდე გარედან იყო. ასეთი ხორცის მიღება ზრდის საკვები მოწამლვის რისკს, განსაკუთრებით, თუ იგი ბოლომდე არაა შემწვარი. სამწუხაროდ, ასეთი ხორცის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით ძალიან რთულია. ერთადერთი რჩევა იქნება - შეიძინოთ ხორცი შემოწმებულ ადგილებზე.


  2. შებოლილი თევზი
    შებოლილ თევზთან მიმართებაში მწარმოებლები სხვაგვარ ეშმაკობას მიმართავენ: ისინი მას თხევადი კვამლით ბოლავენ. ეს უძლიერესი კანცეროგენია, რომელიც აკრძალულია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მისი ძირითადი კომპონენტი ჩვეულებრივი კვამლია, თუმცა მის შემადგენლობას მაინც საიდუმლოდ ინახავენ.
    ფალსიფიკაციის ნამდვილი შებოლილი თევზისგან გარჩევა შეგიძლიათ მისი გაჭრით. გაჭრისას ნამდვილი შებოლილი თევზის ხორცი მოყვითალო იქნება, ყალბისა - ღია ფერის, როგორც ქაშაყი. ასე, რომ ყოველთვის სთხოვეთ გამყიდველს, გაჭრას თევზი.


  3. კრევეტები
    კრევეტებთან ერთად, ჩვენ წყალსაც ვყიდულობთ. მათ ამუშავებენ ჩვეულებრივი ყინულით იმ მიზნით, რომ მიმზიდველი იერი მიანიჭონ. ხელოვნურად მოშენებული კრევეტებიც ძალიან ბევრ ანტიბიოტიკს შეიცავს. მათ უმატებენ წყალში, რათა კრევეტები არ დაავადდნენ.
    ანტიბიოტიკების სიჭარბე ალერგიულ რეაქციასა და ნაწლავების მიკროფლორის განადგურებას იწვევს. ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ. შეძენისას მოძებნეთ კრევეტები წარწერით "ატლანტიკური". ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ზღვაშია დაჭერილი და ანტიბიოტიკებიც გაცილებით ნაკლები აქვთ.


  4. წითელი ხიზილალა
    კიდევ ერთი პროდუქტი, რომელსაც მწარმოებლები ხშირად აყალბებენ. ხიზილალის შეძენისას, მარტივად შეიძლება შეგხვდეთ ხელოვნური. მას ამზადებენ კვერცხის, რძის, ჟელარინისგან, გემოს კი საღებავებისა და არომატიზატორების გამოყენებით აძლევენ. ეს არამხოლოდ მავნეა, არამედ საწყენიც, რადგან ფულს უბრალო ფალსიფიკაციაში გადაყრით.
    როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ხიზილალა ყალბისგან? ძალიან მარტივად. ძირითადი ნიშნები, რომლებიც ყალბ ხიზილალას გასცემს: ძალიან დაბალი ფასი, იდეალური მარცვლები, ქაშაყის მკვეთრი სუნი. ასევე, გემოთი იგი არასაკმარისად სასიამოვნოა, სუნი ძალიან მკვეთრია, ბურთულები კბილებს ეწებება.


  5. კრაბის ჩხირები
    გასაგები საქმეა, რომ კრაბის ჩხირებზე კიბორჩხალის ხორცის ნასახსაც ვერ იპოვით, თუმვა აუცილებელია, რომ მასზე თევზის ხორცი მაინც იყოს. კრაბის ჩხირების შემადგენლობაში შედის სახამებელი, საღებავები, კონსერვანტები და სურიმი(თევზის ფარში). თუ შემადგენლობაზე სურიმი არაა მითითებული, ესეიგი ჩხირები სოიოსა და გემოს გამაძლიერებლებითაა შექმნილი.


  6. არაჟანი
    თუ ოდესმე შინ მომზადებული არაჟანი გაგისინჯავთ, მაშინ მიხვდებით, რომ მაღაზიის პროდუქტი ძალიან შორსაა მისგან გემოვნური თვისებებით. და მაინც, მათ შორის მაინც შეგვიძლია კარგი პროდუქტის პოვნა. ნამდვილი არაჟნის შეფუთვაზე უნდა ეწეროს: "რძემჟაური მიკროორგანიზმების რაოდენობა პროდუქტის ვარგისიანობის ვადის ბოლოსთვის - არანაკლებ 1х107 კოე/გ-ს შეადგენს.
    არაჟნის შენახვის ვადა, თუ იგი ნატურალურია, ორ კვირას არ აღემატება. თუ ვადა გაცილებით მეტია, ესეიგი ხელთ გაქვთ ფხვნილის არაჟანი, იგი კი არც სასარგებლოა და არც გემრიელი.


  7. რძე
    მაღაზიის რძესთანაც ასეთივე რთული სიტუაციაა, რადგან დახლებზე ნამდვილი სიყალბეა. ხარისხიანი და ნატურალური რძის ამოსაცნობად უნდა ჩაატაროთ მარტივი ტესტი. დაასხით ჭიქა რძე და გააჩერეთ მაგიდაზე 1 დღით. 24 საათში რძე უნდა ამჟავდეს, შემდეგ კი მაწვნად იქცევა და კარგად მავე გემოს.
    მაწონი ერთგვაროვანი, ჟლეს მსგავსი და მარტივად მორევადი უნდა იყოს. ეს იმის დამადასტურებელია, რომ კარგი რძე გაქვთ. თუ მან მჟავე გემოს მისაღებად არა 1 დღე, არამედ გაცილებით მეტი დასჭირდა, ესეიგი მასში კონსერვანტებია. თუ მოხარშულის გემო აქვს, ესეიგი რძე აადუღეს და კონცენტრატი დაუმატეს. თუ რძე არ მჟავდება და უბრალოდ ფუჭდება, უბრალოდ უსიამოვნო სუნს იძენს, ესეიგი ეს სუროგატია.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.