ნატურალური თაფლი - ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისთვის საჭირო ნივთიერებების საუნჯეა. თუმცა, რა ხდება, თუ ჩვენ წინ ნამდვილი თაფლი კი არა, სუროგატია? დღეს ჩვენი რედაქცია გაგანდობთ საიდუმლოს, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ ნამდვილი თაფლი ყალბისგან. იმედია, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.
- გემოვნური მახასიათებლები
ნამდვილი თაფლი, მოტკბოსთან ერთად, ოდნავ მომწაროცაა, იწვევს უფრო მეტ ამწარებას ყელში. შეიძინეთ თაფლი ბაზარში, სადაც პროდუქტის გასინჯვის საშუალება არსებობს.
- სუნითა და არომატით
ნატურალური თაფლი, ხშირად, ყვავილების არომატითაა გაჟღენთილი. ხელოვნურ თაფლს საერთოდ არ აქვს არომატი, ან ძალიან მკვეთრი, ხელოვნური სურნელი აქვს.
- ფერით
მოერიდეთ მკვეთრი მოთეთრო ფერის თაფლს, ასეთი თავისებურება ფუტკრების შაქრის სიროფით გამოკვებაზე შეიძლება მეტყველებდეს. ბუნებრივია, თავისი სასარგებლო თვისებებით იგი ბევრად ჩამორჩება ნატურალურ თაფლს.
თქვენ როგორ არჩევთ ნატურალურ თაფლს?