თუმცა, დიეტოლოგები ამბობენ, რომ ისეთი სასარგებლო პროდუქტიც კი, როგორიც თაფლია, შესაძლოა მავნე იყოს. ამიტომაც, უნდა იცოდეთ მისი ყველა თვისებისა და შესაძლებლობის შესახებ, რათა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი და საკუთარ თავს არ ავნოთ.
თაფლის ზიანი
გაციების დროს, თითოეული ჩვენგანი ერთხელ მაინც ცდილობდა მკურნალობას თაფლით. რითია სასარგებლო ეს პროდუქტი? ჩვენ ვიხსენებთ მისი მითიური სარგებლის შესახებ ყოველ ჯერზე, როცა ბაზარში თვალს მოვკრავთ ამ გემრიელ პროდუქტს.
აქ ჩასაფრებულია პირველი საფრთხე: თაფლის სწრაფად დასაფასოებლად საჭირო ჭურჭელში, არაკეთილმოსურნე მწარმოებლები ათბობენ მას თხევად მდგომარეობამდე. თუ თაფლს 45 გრადუსამდე გაათბობთ, იგი შეიცვლის თავის სტრუქტურას და თითქმის სრულად კარგავს სასარგებლო თვისებებს.
60 გრადუსამდე გათბობისას თაფლი უკვე საშიშ პროდუქტად ითვლება, რადგან მასში წარმოიქმნება ნივთიერება ოქსიმეთილფურფუროლი - ნამდვილი შხამი. ასევე, არ შეიძლება თაფლის დამატება ცხელ სასმელებსა და ნამცხვრებშიც. თაფლიანი ჩაის მოყვარულთა საყურადღებოდ: სასმელი უნდა იყოს თბილი და არა ცხელი.
მაგალითად, ცნობილი ექიმი გვირჩევს შესანიშნავ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებას, რომლის მომზადებაც თაფლისა და დაფნის გამოყენებით შეგიძლიათ. ამისთვის, აიღეთ 2 ც დაფნის ფოთოლი, 1 ს.კ. საკვები სოდა, დაასხით ცხელი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთით. გააგრილეთ და დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი. მიიღეთ თბილ მდგომარეობაში კოვზით, საკვების ყოველ მიღებამდე 20 წუთით ადრე.
მათ, ვინც თაფლს ყოველდღე ჭამს, ანაცვლებს შაქარს, უნდა გაითვალისწინონ ტკბილეულის კალორიულობაც. თაფლის არაზომიერი მოხმარება გამოიწვევს გასუქებასა და დიაბეტსაც კი.
თაფლი მავნეა კბილის ემალისთვისაც: პროდუქტის ხშირი ყლაპვა იწვევს კარიესს. მართალია, ამას თავიდან აიცილებთ, თუ ჭამის მერე პირს წყლით გამოივლებთ.
3 წლამდე ბავშვებისთვის თაფლი აკრძალულია შესაძლო ალერგიის გამო. ცნობილია შემთხვევები, როცა ტკბილეულის მიღებამ ადრეულ ასაკში გამოიწვია ალერგია დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. ბავშვებისთვის თაფლის დღიური ნორმა 2-3 ჩ.კ.-ა. ზრდასრულმა არ უნდა მიირთვას 3 ს.კ.-ზე მეტი ოდენობის თაფლი დღეში.
1 ჩ.კ. თაფლიც კი უზმოზე ზრდის იმუნიტეტს და ააქტიურებს საჭმლის მომნელებელ პროცესებს ორგანიზმში. ამასთან, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეფექტი მხოლოდ 30 წუთის მანძილზე გრძელდება. თუ ადამიანი არ საუზმობს, ეს სისხლის დონეზე იმოქმედებს და უსიამოვნო შეგრძნებები მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ. კუჭის წვენის უმიზეზო გამოყოფა კი დააზიანებს კუჭქვეშა ჯირკვალს.
თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ, რაც ზემოთ დავწერეთ, თაფლისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას შეძლებთ. ეს პროდუქტი მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით, თუთიით, რკინითა და დიდი რაოდენობით სხვა აუცილებელი მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. საჭირო დოზით თაფლი დიდი რაოდენობით სასარგებლო ეფექტს მოახდენს.