» » » ბუასილის მკურნალობა თაფლით - ეს ადვილი ხალხური რეცეპტია, რომელიც მოგცემთ სასურველ შედეგს

ბუასილის მკურნალობა თაფლით - ეს ადვილი ხალხური რეცეპტია, რომელიც მოგცემთ სასურველ შედეგს

პირველი მოხსენება ამ დაავადების შესახებ ძველ ბერძნულ წყაროებში გვხვდება. ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი სისხლდენაა. ბუასილის დროს პრობლემა დაკავშირებულია სწორი ნაწლავის სისხლძარღვებთან, ხდება მათი ვარიკოზული გაფართოება. ვენები იზრდება ან იცვლება მათი ფორმა, ისინი ხდებიან ნაკლებად ელასტიურები. სისხლძარღვების კიდეების დაზიანებისას წარმოიშობა სისხლდენა.

ბუასილის მკურნალობა თაფლით
  • უფრო ეფექტური შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია გამოვიყენოთ თაფლი (წიწიბურასა და ცაცხვის სახეობა).
    ყველაზე უბრალო და ელემენტარული მეთოდი არის ბუასილის კვანძების წასმა თაფლით.

  • შიდა ბუასილის დროს უფრო კარგი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია თაფლის სანთლებით. სანთლების მოსამზადებლად არის საჭირო გამოვიყენოთ მხოლდ ნატურალური თაფლი, უკეთესია თუ ის იქნება შარშანდელი.

  • თაფლს უნდა მივცეთ სანთლის ფორმა, შემდეგ შევდოთ მაცივარში 10 წუთით, რის შემდეგადაც შევიყვანოთ სწორ ნაწლავში.

  • ასევე შიდა ბუასილის დროს ძალიან ეფექტურია ოყნის გაკეთება. ოყნისთვის თაფლს უნდა შევურიოთ ე.წ. "შესტაკოვის ბალზამი" თანაბრ პროპორციებში და დავუმატოთ ცოტაოდენი თბილი წყალი. ასეთ ოყნას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ოყნისთვის უნდა გამოვიყენოთ ნარევის 50 მლ და გავიკეთოთ ის ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში.

  • ძალიან კარგად მოქმედებს, ასევე, ალოეს ფოთოლი თაფლითა და კარაქით, ის უნდა შევიყვანოთ სწორ ნაწლავში, გავიკეთოთ პროცედურა 3-4 კვირის განმავლობაში.

  • თაფლი და კარაქი უნდა იყოს ერთნაირ პროპორციაში. ნარევი დაადნეთ წყლის აბაზანაზე. ალოეს უნდა მოაშოროთ კანი და მხოლოდ ამის შემდეგ დაასველოთ თაფლით.

  • ასევე ძალიან სასარგებლოა თაფლით კვება. შეიძლება თაფლის ჭამა, მაგრამ უკეთესი ეფექტის მისაღებად უმჯობესია მას შევურიოთ ხახვის წვენი ერთნაირ პროპორციებში და დავლიოთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.

  • ძალიან კარგი თვისებები გააჩნია თაფლს, ცირცელს წვენთან ერთად. ასეთი ნარევი უნდა დალიოთ დღეში 3-ჯერ საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. გარდა ამისა, მისი დალევა შეიძლება შეუწყვეტლივ, რადგან ის უზრუნველყოფს იმუნიტეტის გაძლიერებას.

  • ბუასილის მკურნალობა თაფლით - ეს ადვილი ხალხური რეცეპტია, რომელიც მოგცემთ სასურველ შედეგს, მხოლოდ რეგულარულად გამოყენებისას და შედეგიც კარგი იქნება.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.