ხალხურ მედიცინაში არტერიული ჰიპერტონიის სამკურნალოდ ფართოდ იყენებენ თაფლს
რეცეპტი 1
იღებენ თითო ჭიქა ჭარხლის, სტაფილოსა და პირშუშხას წვენს ( გახეხილ პირშუშხას წვენს აჩერებენ 36 საათის განმავლობაში. 100 გრ პირშუშხაზე უნდა ავიღოთ 1 ჭიქა ადუღებული წყალი). იღებენ, აგრეთვე, 1 ლიმონიდან გამოწურულ წვენს. ყველა ამ წვენს ერთმანეთში ურევენ, უმატებენ 1 ჭიქა თაფლს და კვლავ ურევენ.
მიღება 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ. მურნალობის კურსი - 2 თვე.
რეცეპტი 2
ავიღოთ (1 სუფრის კოვზი) ასკილის მშრალი ნაყოფი, დავასხათ 2 ჭიქა ადუღებული წყალი და დავტოვოთ 5-6 საათის განმავლობაში (უმჯობესია თერმოსში). გაციების შემდეგ ნაყენი გავწუროთ, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და კარგად ავურიოთ.
მიიღება 1-4 - 1-2 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში. შევინახოთ კარგად თავდახურულ შუშის ჭურჭელში.
რეცეპტი 3
100 გრამი გატარებული ნიგოზი ავურიოთ 60 გრამ თაფლში. მიღებული მასა გავყოთ 3-4 თანაბარ ნაწილად და მივირთვათ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი - 1,5 თვე.
რეცეპტი 4
1 ჭიქა შტოშს ატარებენ ხორცის საკეპ მანქანაში და ურევენ 1 ჭიქა თაფლს. მიიღება 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
რეცეპტი 5
1-2 კგ თაფლი ავურიოთ 1-2 ლიტრ არაყში და კარგად შევანჯღრიოთ. მიღებული ნარევი გავათბოთ ნელ ცეცხლზე თეთრი ქაფის წარმოქმნამდე. ცალკე ჭურჭელში მოვათავსოთ გვირილას, ბერულას, შავბალახას, მატიტელას, ვალერიანის ფესვები, დავასხათ 1 ლიტრი ადუღებული წყალი. გავაჩეროთ 30 წუთი და გავწუროთ. მიღებული მასა შევურიოთ თაფლისა და არყის ნარევს, შევანჯღრიოთ და გავაჩეროთ 3 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას. მიიღება 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეშიჭამამდე 30 წუთით ადრე 1 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ ნარევს იღებენ თითო სუფრის კოვზს, სანამ წამალი არ გათავდება. აკეთებენ 1 კვირით შესვენებას, შემდეგ ამზადებენ ახალ პორციას და აგრძელებენ მიღებას ზემოთაღწერილი წესით. მკურნალობის კურსი - 1 წელი.