» » » გახდომის მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება, რომელსაც მონასტრებში იყენებენ

გახდომის მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება, რომელსაც მონასტრებში იყენებენ

2005 წელს კიბოს კვლევის ბრიტანულმა ორგანიზაციამ Cancer Research UK ვაშლის ძმარს მიანიჭა ტიტული Food of the Week - კვირის საკვები. ეს ხსნადი ცელულოზის - პექტინის დამსახურებაა, რომელიც ხელს უწყობს კანცეროგენული ნივთიერებების დაშლასა და ორგანიზმიდან მანამდე გამოდევნას, სანამ აითვისება.

მკურნალობა ვაშლის ძმრით

ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებები უკვე 10 ათას წელზე მეტია, ცნობილია. უბრალო და ხელმისაწვდომი პროდუქტი წარმატებით გამოიყენება გახდომისა და ფორმის შენარჩუნებისთვის, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, სისხლძარღვების გასაძლიერებლად, სისხლის გაბლანტებისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ცნობილი ნატუროპატი და დღეგრძელი, პოლ ბრეგი გვირჩევს ვაშლის ძმარსა და თაფლზე მომზადებულ გამაახალგაზრდავებელ კოქტეილს.
ნატურალური ვაშლის ძმარი გვხვდება დახლებზე მონასტრებთანაც, სადაც იგი სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ერთად იყიდება. ეს სულაც არაა გასაკვირი - მონაზვნები ამტკიცებენ, რომ დღეგრძელობის სასმელი ათავისუფლებს მათ დაღლილობისა და შიმშილის გრძნობისგან.



დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ რატომ უნდა დალიოთ ვაშლის ძმარინ თაფლთან ერთად ყოველდღე.

ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებები
  1. ვაშლის ძმარი - ესაა მძლავრი ნატურალური ანტიბიოტიკი. თაფლთან ერთად კი ეს სამკურნალო ეფექტი იზრდება რამდენჯერმე.


  2. ნატურალურ ვაშლის ძმარში დიდი რაოდენობით კალიუმი და ენზიმებია. კალიუმი პასუხს აგებს გულის, კუნთებისა და ნერვული იმპულსების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. ასევე, იგი ხელს უშლის დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას. ენზიმები კი დადებითაც მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

  3. ცხიმების დაშლის თვისების წყალობით, ვაშლის ძმარი დაგეხმარებათ წონის ჯანმრთელად კლებაში. მასში არსებული ამინომჟავები და სხვა ორგანული მჟავები ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას.


ვაშლის ძმრის მოხმარებისას ფრთხილად უნდა იყოთ. სამკურნალო ეფექტს ვერ შეამჩნევთ, თუ გამოიყენებთ არა ნატურალურ პროდუქტს, არამედ მაღაზიებში ნაყიდ ძმარმჟავისა და წყლის ხსნარს. ამიტომ, დაამზადეთ ვაშლის ძმარი დამოუკიდებლად ან იყიდეთ ნაცად გამყიდველთან.

უნდა გახსოვდეთ პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობის შესახებაც. ძმრით მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადებები გაქვთ. თუ რაღაც მიზეზის გამო ორგანიზმი ცუდად რეაგირებს ძმარზე, შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლის წვენი.

თაფლითა და ვაშლის ძმრით მკურნალობა
  1. ქრონიკული დაღლილობა და უძილობა
    შურიეთ 150 გ თაფლი და 2 ს/კ ვაშლის ძმარი. მიიღეთ 2 ჩ/კ სასმელი ძილის წინ.


  2. ართრიტი
    საკვების მიღების დროს მცირე ყლუპებად მიიღეთ შემდეგი სასმელი:10 ჩ/კ ვაშლის ძმარი და 1 ჩ/კ თაფლი გააზავეთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში.

  3. ჰიპერტონია, შაკიკი, გულძმარვა
    ერთ ჭიქა თბილ წყალში გააზავეთ 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ ძმარი და მიიღეთ დღეში სამჯერ, რათა დაარეგულიროთ წნევა. სასმლის ერთხელ მიღება დაგეხმარებათ შაკიკისა და გულძმარვის შემოტევების დროს.

  4. გულის დაავადებები
    2 ს/კ ვაშლის ძმარს შეურიეთ 1 ს/კ ყურძნის წვენი და 2 ჩ/კ თაფლი. მიიღეთ დღეში ოთხჯერ.


  5. კანის ცხიმიანობის შემცირება
    შეურიეთ 1 ს/კ თაფლი, 0.5 ჩ/კ მარილი და 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი. წრიული მოძრაობებით დაიტანეთ ნარევი სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  6. ცელულიტთან ბრძოლა
    შეურიეთ თაფლი და ძმარი თანაბარი რაოდენობით. დაუმატეთ ფქვილი, რათა მასა გასქელდეს, და ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა დაიტანეთ პრობლემურ ზონებზე და შეიხვიეთ საკვები ცელოფნით. გაიჩერეთ ნიღაბი 40 წუთით, ამის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

გასახდომად შეგიძლიათ ვაშლის ძმარი და თაფლი ყოველდღე დალიოთ, 4 კვირის მანძილზე. უმჯობესია, სითხე დილით უზმოზე მიიღოთ. ცხიმების გამანადგურებელი კოქტეილის დამზადება ძალიან მარტივია: შეურიეთ 2 ჩ/კ ძმარი და 1 ჩ/კ თაფლი თბილი წყლით სავსე ჭიქაში. თუ იცით, რომ ორგანიზმი უარყოფითად მოქმედებს მჟავაზე, დაიწყეთ 1/4 ჩ/კ ძმრით. თანთადან აიყვანეთ ორ კოვზამდე.

თუ არ გაქვთ ვაშლისა და ძმრის ხსნარის მიღების საშუალება დილაობით, მიირთვით იგი ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიღების შემდეფ აუცილებელია პირის გამოვლება სუფთა წყლით. იმისათვის, რომ ეფექტი შეინარჩუნოთ, შეგიძლიათ კურსი 2 თვემდე განაგრძოთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.