» » » იაფი და ტრადიციული თავის მოვლის არაჩვეულებრივი საშუალება...

იაფი და ტრადიციული თავის მოვლის არაჩვეულებრივი საშუალება...

ეს საშუალება შემკვრელი, სუნის გამქრობი და ანტისეპტიკია. პერორალურად მიღებისას ორგანიზმში აღადგენს ტუტე ბალანს. ამშვიდებს გაწითლებულ და ანთებით კანს.

სასარგებლოა:

ამშვიდებს კანს. აბაზანაში ძმრის გარევა ამშვიდებს გამომშრალ კანს და ქავილს ეგზემისა და ალერგიის დროს. ეფექტურია მზით დამწვრობისა და მწერის (მათ შორის, ნესტრიანი მწერის) ნაკბენის სამკურნალოდაც.

შველის აკნეს. ძმარი ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილ კანს აწესრიგებს. ბაქტერების გასანადგურებლად და გაღიზიანებული წერტილების მოსახმობად წაისვით კანზე.

თმისა და თავის კანის კონდიციონერი. თუ თმაზე ძმარს გადაივლებთ, ეს თმას დაარბილებს და გაასუფთავებს თმის საშუალებების ნარჩენებისგან. აგრეთვე სასარგებლოა ქერტლის მოსაშორებლად და თავის ქავილის გასაქრობად.

მიირთვი და გალამაზდი
ორგანიზმის გასაწმენდად და ტუტე ბალანსის აღსადგენად ყოველ დილით დალიეთ წყალში გაზავებული 1-2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. ეს ასუფთავებს და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

გამოხდილი ანუ თეთრი ძმარი

გამოხდილი სპირტისგან დამზადებული, რაფინირებული და ფერმენტირებული სუსტი ძმარია.

ვაშლის ძმარი

მზადდება ვაშლის, ღვინის ან მუსკუსისგან. ეს "ცოცხალი" ორგანიზმია, რომელიც ხშირად იყიდება სასარგებლო ბაქტერიების ნალექთან ერთად.

სწრაფად ამარცხებს ფეხის სუნს.
დიდ თასში ჩაასხით თბილი წყალი და დაუმატეთ 1 ფინჯანი ძმარი. გააჩერეთ დაღლილი ფეხები თასში 20 წუთის განმავლობაში. ეს აბაზანა ასვენებს მათ და ამარცხებს ფეხის სუნს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.