თმის ვიტამინები ამპულაში
მათი შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგეძლებათ გაცილებით იაფად, ვიდრე სპეციალიზებული პრეპარატები ღირს იმავე შემადგენლობით. ამიტომ, უფრო რაციონალური იქნება, თუ არ გადაიხდით მეტს ბრენდული საშუალებისთვის, იმავე ხსნარებს კი უფრო იაფად იშოვით.
ნიღბები, რომლებშიც B-ჯგუფის ვიტამინები უნდა დაუმატოთ, მარტივად მოსამზადებელია და ხშირად გამოიყენება თმების მოვლისათვის. მათ მომზადებამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ვიტამინები B6 და B12 ცალცალკე ნიღბებში, რიგ-რიგობით უნდა გამოიყენოთ.
სუპერ-ნიღბის რეცეპტი
აიღეთ 1 ამპულა ვიტამინი B6 ან B12, 1 გ ვიტამინი C, 2 ს.კ. აბუსალათინის ზეთი, 2 ს.კ. თაფლი და 2 ს.კ თმის ნებისმიერი ბალზამი.
დაიტანეთ ნიღაბი თავზე დაბანამდე 1 საათით ადრე. ჯერ ძირებში შეიზილეთ, შემდეგ კი თანაბრად გაანაწილეთ მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და შეიხვიეთ პირსახოცით(ვცდილობთ საუნის ეფექტის მიღწევას). ჩამოიბანეთ ნიღაბი კარგად.
ამავე სახით, შეგიძლიათ ვიტამინი ნებისმიერ შამპუნს ან ბალზამს დაუმატოთ. კონკრეტული დოზა აქ არ არსებობს, თუმცა, ჩვეულებრივ, ერთ დაბანაზე ერთ ამპულა კონკრეტულ ვიტამინს იყენებენ.
გთავაზობთ სხვა არაჩვეულებრივი ნიღბების რეცეპტებსაც:
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხის გული;
- 1 ს.კ. თაფლი;
- 1 ს.კ ზეითუნის ზეთი ან ნებისმიერი ზეთი თმისთვის(შეიძლება ოროვანდის ზეთიც);
- 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი;
- 1 ს.კ. მაწონი ან კეფირი, შეიძლება მაიონეზიც;
- 1 ს.კ. ნებისმიერი კოსმეტიკური ნიღაბი თმისთვის;
- 1 კბილი ნიორი.
შეურიეთ ინგრედიენტები და წაისვით თმაზე. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი ან პარკი, შეიხვიეთ პირსახოცით. გაიჩერეთ 45 წუთით(სასურველია 2 საათი). ჩამოიბანეთ ნიღაბი 300-500 მლ სასმელი წყლისა და 1/8 ლიმონის წვენის ხსნარით.
რეკომენდებულია თმის ასე დაბანა ყოველ ჯერზე. ეს დახურავს თავის კანის ფორებს, თმას დააგლუვებს, გააბზინებს და მიანიჭებს აბრეშუმისებრ იერს ბალზამის გარეშე.
თმისცვენის საწინააღმდეგო ძლიერი ნიღაბი
კონიაკი, თუ მას სხვადასხვა ნიღაბს დავუმატებთ, ასტიმულირებს თმის ზრდას და საკმარისად კვებავს მათ. ეს იმიტომ, რომ კონიაკში დიდი რაოდენობით მჟავა და სხვა სასარგებლო ნაერთია. გარდა ამისა, იგი აქრობს ცხიმის ელვარებას.
კონიაკის ნიღაბი უხდება როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, თმის ნებისმიერი ტიპისთვის. თუმცა, თუ ძალიან მშრალი თმა გაქვთ, ნიღაბში კონიაკის რაოდენობა შეამცირეთ ორჯერ.
ინგრედიენტები
- 1 ს.კ. თაფლი
- 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი
- 1 ს.კ. კონიაკი
- 1 ცალი კვერცხის გული.
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და შეიზილეთ თმის ძირებზე 5 წუთით. დაიხურეთ შხაპის ქუდი ან პარკი, შეიხვიეთ პირსახოცით. გაიჩერეთ 2-3 საათით, ამის შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ. 3-4 პროცედურის შემდეგ შედეგი საგრძნობი გახდება.
მათთვის, ვისაც არ სურს რეკლამირებული ბრენდის კოსმეტოლოგიური საშუალებების გამოყენება, ამ სტატიაში აღნიშნული ყველა ნიღაბი მარტივად მზადდება იაფი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან.