» » » არომატული საშუალება თმის სწრაფი ზრდისთვის საშინაო პირობებში: წელამდე თმა რამდენიმე თვეში

არომატული საშუალება თმის სწრაფი ზრდისთვის საშინაო პირობებში: წელამდე თმა რამდენიმე თვეში

სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია ბუნების მიერ ბოძებული სქელი და გრძელი დალალებით დაკვეხნა. ყოველი მეორე ქალი აღტაცებით შეჰყურებს შამპუნებისა და თმის მოვლის საშუალებების რეკლამას, თავისთვის ოცნებობს ისეთივე თმის გაზრდას, როგორსაც ეკრანებზე აჩვენებენ.

იმისათვის, რომ თავი რაპუნცელად იგრძნოთ, აუცილებელი არაა სილამაზის სალონებში ვიზიტები ან ძვირადღირებული ნიღბების გამოყენება. საკმარისია, იპოვოთ თავისუფალი 10 წუთი და მოამზადოთ ყავის ზეთი თმის სწრაფად გასაზრდელად - გამაოგნებელი ეფექტი უზრუნველყოფილია!

ყავის სასარგებლო თვისებები


კოფეინისა და ნიკოტინის მჟავის მაღალი შემცველობის წყალობით, ყავას თმის ნებისმიერი ტიპის გაჯანსაღება შეუძლია. ყველაზე ხშირად, ნიღბებისთვის ყავის ნალექს ან დაფქულ მარცვლებს იყენებენ.


ყავის რეგულარული გამოყენება თმის მოსავლელად ასეთ შედეგს მოგცემთ:
  1. თმის ფოლიკულები გაძლიერდება;
  2. თანდათან შემცირდება ისეთი თმების რაოდენობა, რომლებიც იმსხვრევა ან ცვივა;
  3. თმის ზრდის ტემპი საგრძნობლად იმატებს;
  4. თავის კანი მიიღებს ყველა აუცილებელ საკვებ ნივთიერებას და დატენიანდება;
  5. დაივიწყებთ ქერტლისა და მასთან ბრძოლის შესახებ.


მაქსიმალური შედეგის მისაღწევად საკმარისია ყავის ზეთის მომზადება. მისი რეგულარული გამოყენების შემდეგ შენიშნავთ ელვარებასა და თმის მოვლილ იერს მაშინ, როცა მსგავსი ეფექტის მიღწევა ძალიან რთულია ჩვეულებრივი შამპუნებისა და ლოსიონების გამოყენებით.

ყავის ზეთის რეცეპტი


ინგრედიენტები
  • 2 ს.კ. დაფქული ყავა
  • 4 ს.კ. ნებისმიერი საბაზისო ზეთი (ზეითუნის, ქოქოსის, ნუშის)


სარძევე ქვაბში ჩაყარეთ ყავა და დაუმატეთ ზეთი. დადგით მასა ნელ ცეცხლზე და გაათბეთ, მუდმივად ურიეთ 3 წუთის განმაბლობაში. გამორთეთ ცეცხლი, გააგრილეთ ზეთი და ჩაასხით შუშის, სახურავიან ქილაში.


ყავის ზეთის შენახვა დასაშვებია მხოლოდ 2 კვირით, ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

როგორ გამოვიყენოთ ზეთი
იმისათვის, რომ ზეთის მოქმედება მაქსიმალურად ეფექტური იყოს, დაიცავით შემდეგი ინსტრუქცია გამოყენების დროს:
  1. წაისვით ზეთი მშრალი თმის ძირებზე წრიული მოძრაობებით. ღია ფერის თმის პატრონების საყურადღებოდ: ეს ზეთი თმას ოდნავ ამუქებს თმის ძირებს.
  2. გაიჩერეთ ზეთი თმაზე 1 საათით მაინც. ამ პერიოდში თავზე არაფერი დაიხუროთ.
  3. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ზეთი შამპუნით. არ დაგავიწყდეთ ნიღბის ან ზეთის გამოყენება თმის ნოლოებზე, რათა თმა გლუვი და მბზინავი იყოს მთელ სიგრძეზე.
  4. გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში ორჯერ - ასეთი პერიოდულობა საკმარისია 1 თვეში შესამჩნევი შედეგის მისაღებად.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.