» » » თმის ზრდის სიჩქარე პიკს მიაღწევს! ჯანსაღი და მოცულობითი თმა მინიმალურ ვადაში გარანტირებულია.

თმის ზრდის სიჩქარე პიკს მიაღწევს! ჯანსაღი და მოცულობითი თმა მინიმალურ ვადაში გარანტირებულია.

მემკვიდრეობითობა - ძირითადი ფაქტორი, რომელზეც დამოკიდებულია თმის ტიპი. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ჩვენ ვერაფერს გავხდებით, თუ თავად ბუნებამ არ დაგვაჯილდოვა ლამაზი, მოცულობითი და ბზინვარე თმით, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. გარემომცველი სამყარო, კვება და მოვლა, რა თქმა უნდა, თამაშობს მნიშვნელოვან როლს იმაში, თუ რამდენად ჯანსაღი და ლამაზი იქნება ჩვენი თმა.

თმის ზრდის სიჩქარე პიკს მიაღწევს! ჯანსაღი და მოცულობითი თმა მინიმალურ ვადაში გარანტირებულია.

იმისათვის, რომ თმის ზრდის სიჩქარემ პიკს მიაღწიოს, გავიჯანსაღოთ ის და გავისქელოთ საფარი, სულაც არ არის აუცილებელი ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქტების შეძენა, რადგან მათი უმრავლესობა მხოლოდ დროებითი ეფექტით გამოირჩევა და სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს ჩვენი თმის ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში "რჩევების" რედაქცია წარმოგიდგენთ ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქციის 7 გაცილებით უფრო ეფექტურ, ჯანასღ ალტერნატივას და მათი გამოყენების ინსტრუქციას.

თმის ზრდის სიჩქარე პიკს მიაღწევს! ჯანსაღი და მოცულობითი თმა მინიმალურ ვადაში გარანტირებულია.

7 ნატურალური პროდუქტი, რომელიც აჩქარებს თმის ზრდას


  1. ალოე
    ალოე
    გაჭერით ალოეს ფოთლები შუაზე და კარგად გამოწურეთ წვენი. თითის ბალიშების გამოყენებით, ნელი წრიული მოძრაობებით გაინაწილეთ ის თმის ფესვებზე და თავის კანზე. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 2 საათით ან მთელი ღამით და შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ. ალოეს წვენი გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შეაჩერებს თმის ცვენას, გააჯანსაღებს მას და დააჩქარებს ზრდის პროცესს.



  2. ვაშლის ძმარი
    ვაშლის ძმარი
    მას შემდეგ რაც თმას ჩვეული მეთოდით დაიბანთ, გამოიყენეთ ვაშლის ძმარი კონდენციონერის ნაცვლად. არ ჩამოიბანოთ ის, ზედმეტი სითხე თავად მოგშორდებათ თმიდან, შემდეგ კი გაიმშრალეთ თავი ფენით.



  3. კვერცხის ცილა
    კვერცხის ცილა
    ათქვიფეთ ორი კვერცხის ცილა. შეიზილეთ ეს მასა მთელ თმაზე, შემოიხვიეთ პოლეთილენის პარკი და დაიფარეთ თბილი ქუდი. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 40 წუთით, ხოლო შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.


  4. მდოგვის ფხვნილი
    მდოგვის ფხვნილი
    გახსენით 2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი ამავე რაოდენობით ცხელ წყალში, შემდეგ კი დაამატეთ 1 კვერცხის ცილა, 2 ს.კ. თალგამის ზეთი და 2 ჩ.კ. შაქარი. კარგად გადაურიეთ. მზა საშუალება წაისვით მთელ თმაზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და დაიტოვეთ სამოქმედოდ 1 საათით. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.



  5. კონიაკი
    კონიაკი
    შეურიეთ ერთმანეთში მცირე ოდენობით კონიაკი, 1 კვერცხის ცილა და ზეითუნის ზეთი. მიღებული ნარევი კარგად გაინაწილეთ თავის კანზე და მთელი თმის სიგრძეზე. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 1 საათით და შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.



  6. ლიმონი
    ლიმონი
    შეურიეთ ერთმანეთში 1 ლიმონის, ნახევარი ხახვის წვენი, 1 ჩ.კ. თალგამის ზეთი და 1 კვერცხის ცილა. მიღებული ნარევი შეათბეთ ორთქლის ამაზანაზე და წაისვით ის მთელ თმაზე. 1 საათის შემდეგ დაიბანეთ თმა ჩვეულებისამებრ.



  7. დარიჩინი
    დარიჩინი
    2 ჩ.კ. დარიჩინის ფხვნილი ჩეუიეთ 4 ჩ.კ. ლურჯ თიხაში და დაამატეთ რამდენიმე წვეთი სასურველი ეთერზეთ. მზა ნარევი წაისვით თმაზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.

საოცარ ცვლილებებს უკვე პირველი გამოყენების შემდეგ შენიშნავთ. ამოარჩიეთ სასურველი მეთოდი და დაიწყეთ შესაბამისი პროცედურების ჩატარება კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, რათა დაიჩქაროთ თმის ზრდის პროცესი, გაიჯანსაღოთ ის და მიანიჭოთ საოცარი მოცულობა.
თეგებიპროდუქტები რჩევები
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.