» » ტანსაცმლის იარლიყებზე გამოსახული ნიშნების დაშიფრვა: ეს სტატია უნდა ამობეჭდოთ!

ტანსაცმლის იარლიყებზე გამოსახული ნიშნების დაშიფრვა: ეს სტატია უნდა ამობეჭდოთ!

ნებისმიერ დიასახლისს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუფუჭებია ნივთი რეცხვის დროს. ორი ზომით დიდი სვიტრი, მაისური 3 ზომით პატარა, გათეთრებული შავი ზედა... ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ სიმბოლოებს იარლიყებზე. პრინციპში, ზოგი აქცევს კიდევაც, თუმცა ყველაფერი გასაგები როდია - უთოს სიმბოლოს გარდა.



იმისათვის, რომ სხვა კითხვა არ გაგიჩნდეთ ამ სიმბოლოების შესახებ, რჩევების რედაქციამ მოამზადა მათი დაშიფრვა, ასევე, გაგიზიარებთ სასარგებლო რჩევებს ამა თუ იმ ნაკეთობის გასარეცხავად. იდეალური სუფლიორია მათთვის, ვინც ვერ ერკვევა იარლიყებსა და ქსოვილებში.


ნიშნები ტანსაცმლის იარლიყებზე
დააკვირდით პირველ ფოტოს - ციფრების შესაბამისი ახსნა მოცემულია ქვემოთ:
  1. ამ ნაკეთობის გარეცხვა შეიძლება.
  2. ნაკეთობა არ ექვემდებარება რეცხვას (დიახ, ასეთი მასალებიც არსებობს).
  3. დასაშვებია მხოლოდ ხელით რეცხვა. ყველაზე შესაბამისი ტემპერატურაა 30-40 °C. არ გახეხოთ და არ გაწუროთ ნივთი.


  4. ხელით ან ავტომატური რეცხვა. მაქსიმალური ტემპერატურა - 30°C ან ამ ნიშანზე მითითებული სხვა ციფრები.
  5. ხელით ან ავტომატური რეცხვა. წყლის მაქსიმალური ტემპერატურა - 30°C. არ დაუქვემდებაროთ ნაკეთობა მძლავრ მექანიკურ დამუშავებას. გაავლეთ და თანდათან სულ უფრო გააცივეთ სარეცხი წყალი. სარეცხი მანქანით გაწურვისას - ცენტრიფუგის მუშაობის ყველაზე მინიმალური რეჟიმი.
  6. ძალიან დელიკატური რეცხვა დიდი რაოდენობით წყალში, მინიმალური მექანიკური დამუშავება, სწრაფი გავლება დაბალი ბრუნვებით.


  7. დასაშვებია რეცხვა ქლორშემცველი მათეთრებლებით მხოლოდ ცივ წყალში. ყურარებით იყავით, რომ ფხვნილი და მათეთრებელი საშუალება ბოლომდე გაიხსნას.
  8. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მათეთრებელი და ქლორშემცველი საშუალება.
  9. ნაკეთობის დაუთოვება შეიძლება.
  10. აუთოვებთ მოცემულ ტემპერატურაზე (მაქს. 110°C). დააუთოვეთ დამხმარე ქსოვილის გამოყენებით, ორთქლის გარეშე.


  11. დაუთოების მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურაა 150 °C. აუთოვეთ სველი ქსოვილის დახმარებით.
  12. ნებადართულია დაუთოვება არაუმეტეს 200°C ტემპერატურაზე. დასაშვებია სელისა და ბამბისთვის. შეგიძლიათ, ოდნავ დაასველოთ ნაკეთობა.
  13. დასაშვებია მხოლოდ მშრალი წმენდა (ქიმწმენდა).
  14. ქიმწმენდის დროს შესაძლებელია ნებისმიერი გამხსნელის გამოყენება.
  15. ქიმწმენდა მხოლოდ ნახშირორჟანგის, ქლორის ეთილებისა და მონოფლორტრიქლორმეთანის გამოყენებით.
  16. მშრალი წმენდა სპეციალური ხსნარებით: ნახშირორჟანგითა და ტრიფლორტრიქლორმეთანით.
  17. დასაშვებია წყლის განსაზღვრული ოდენობა. ნაზი წმენდა.
  18. დასაშვებია წმენდა მხოლოდ ნახშირორჟანგითა და ტრიფლორტრიქლორმეთანით, წყლის განსაზღვრული ოდენობის დამატებით. ასევე, უფრთხილდით მექანიკურ დამუშავებასა და შრობის ტემპერატურას.


  19. შეარჩიეთ წურვისა და შრობის ნაზი რეჟიმები სარეცხის მანქანაში ან ელექტროსაშრობში.
  20. არ შეიძლება გაწურვა და გაშრობა სარეცხის მანქანაში.
  21. შეიძლება გაშრობა დაბალ ტემპერატურაზე.
  22. შეიძლება გაშრობა საშუალო ტემპერატურაზე.
  23. გაწურვის შემდეგ გააშრეთ ნაკეთობა ვერტიკალურ მდგომარეობაში.
  24. ეს ნივთი არ უნდა გაწუროთ.
  25. აშრეთ ნაკეთობა ჰორიზონტალურ ზედაპირზე.

რა თქმა უნდა, აუცილებელია მასალების დახარისხება ფერისა და მასალის მიხედვით. ყველაზე პრეტენზიულ ნივთებად ითვლება აბრეშუმი და ტრიკოტაჟი.
აბრეშუმის ნაკეთობები გარეცხეთ მანქანაში დელიკატურ რეჟიმზე ან ხელით, 30°С ტემპერატურაზე, წინასწარი ჩალბობისა და მათეთრებლების გარეშე. დასაშვებია სავლების ან ქსოვილის დამარბილებლების გამოყენება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.